x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები დეტექტივის გენიოსის, აგატა კრისტის ცხოვრებიდან

1890 წლის 15 სექტემბერს აგატა მილერი დაიბადა ბრიტანეთის საგრაფო დევონში - დღეს მას ვიცნობთ როგორც დეტექტივის გენიოსს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორს, აგატა კრისტის. მისი ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობრივი და არაჩვეულებრივი ეპიზოდებით, რომელთაგან ბევრი მწერლის მოთხრობებში იყო განსახიერებული.image
როგორც ხშირად ხდება ნიჭიერ ადამიანებთან, აგატას აწუხებდა დისგრაფია - ტექსტის ჩაწერის უუნარობა. მისი ყველა ნამუშევარი ნაკარნახევი იყო. აგატა კრისტის პირველი რომანის დაწერის მიზეზი იყო კამათი მის დასთან, რომელიც ასევე მწერალი გახლდათ. კამათის მიზეზი ის იყო, რომ მას უფრო ღირებული რამის შექმა შეეძლო, ვიდრე მის დას. image
თავდაპირველად, აგატა მერი კლარისა მალოუანი, აპირებდა თავისი ნამუშევრების გამოქვეყნებას ფსევდონიმით მარტინ უესტი ან მარტინ გრეი, რადგან თვლიდა, რომ დეტექტივის ავტორის ქალის სახელს შეეძლო გამოეწვია გარკვეული ცრურწმენა მკითხველებში; მოგვიანებით მან გადაწყვიტა დაეტოვებინა ნამდვილი სახელი და მისი პირველი ქმრის გვარი-კრისტი.image
პირველი მსოფლიო ომის დროს აგატა კრისტი სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა, შემდეგ აფთიაქში გააგძელა მუშაობა, რის წყალობითაც კარგად ერკვეოდა ტოქსიკურ ნივთიერებებში. ალბათ ამიტომაა, რომ მოწამვლა ასე ხშირია მის დეტექტივებში.

1926 წელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი კრისტის ცხოვრებაში, როდესაც მისი იდუმალი გაუჩინარების შესახებ გამოაცხადეს. დედა გარდაეცვალა, ძმა სრულიად ნარკომანი გახდა, გამომცემლებს არ მოეწონათ რომანი "როჯერ აკროიდის მკვლელობა", რომელშიც ამბავი მკვლელის თვალთახედვით იყო მოთხრობილი და ამ ყველაფერთან ერთად, მის ქმარს არჩიბალდს სხვა ქალი შეუყვარდა და განქორწინება მოსთხოვა. ამის შემდეგ აგატა გაუჩინარდა, ქალს დიდხანს ეძებდნენ და დახმარებისთვის სხვა ბრიტანელ დეტექტივის ოსტატს, არტურ კონან დოილსაც კი მიმართეს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, აგატა იპოვეს პატარა სანატორიუმში, სადაც მან თავი ყველას ტერეზა ნილის სახელით გააცნო. მისი მეხსიერება დაზიანებული იყო: ბუნდოვნად ახსოვდა ქმარი, ვერ იხსენებდა ქალიშვილის სახელს და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იცნო თავისი და. ბევრს სჯეროდა, რომ მწერალმა განზრახ მოაწყო სიტუაცია მისი "გაქრობით", რათა შური იძია ქმარზე.image
ბრაიან ოლდისმა, აგათა კრისტის ნაცნობმა, ერთხელ ისაუბრა მის მეთოდებზე: „ის ასრულებდა წიგნს ბოლო თავამდე, შემდეგ ირჩევდა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ეჭვმიტანილს, უბრუნდებოდა დასაწყისს და ასწორებდა რამდენიმე მომენტს, რათა მისთვის ხაფანგი დაეგო. ''

კრისტის თქმით, ბავშვობიდან სიბერემდე ერთი და იგივე რამ ესიზმრებოდა: მამაკაცი მოჭრილი ხელებით და საშინელი სახით. კრისტი მას “მკვლელ-მამაკაცს" ეძახდა, თუმცა სიზმარში მას არავინ მოუკლავს.

მეორე მსოფლიო ომის დროს აგატა კრისტიმ დაწერა ორი მოთხრობა, “ფარდა" და “მივიწყებული მკვლელობა", რომელიც უნდა ყოფილიყო ბოლო წიგნი პუაროსა და მისის მარპლის შესახებ, მისი ორი ყველაზე პოპულარული პერსონაჟის. აგატა კრისტის თხოვნით ორივე წიგნი ბანკის სეიფში იყო შენახული და მაშინ უნდა გამოსულიყო, როცა თავად წერა აღარ შეეძლებოდა. საბოლოოდ მოთხრობები გამოქვეყნდა 1974 წელს, როდესაც მწერალს 84 წელი შეუსრულდა.

ფილმი "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" იყო მწერლის ნაწარმოებების ერთადერთი კინოადაპტაცია, რომლითაც კრისტი სრულიად კმაყოფილი დარჩა. კერძოდ, მან თქვა, რომ ალბერტ ფინის მიერ პუაროს როლის შესრულება ყველაზე ახლოს იყო მის მიერ შექმნილ ლიტერატურულ პერსონაჟთან. აგატა კრისტი ბევრს მოგზაურობდა და ამ ფილმის საფუძვლად აღებული რომანი დაიწერა სტამბულში, სადაც მწერალი მეუღლესთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა. image

აგატა კრისტი ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველ ქმართან შეეძინა ქალიშვილი როზალინდი. მეორედ საკმაოდ გვიან დაქორწინდა და ქმარი მასზე თხუთმეტი წლით უმცროსი იყო. ის არქეოლოგი იყო და აგატა ხშირად ხუმრობდა, რომ არქეოლოგის ცოლი ქმართან შედარებით ბევრად უფროსი უნდა ყოფილიყო, რომ მისით დაინტერესებულიყო.
image

მისი წიგნები გამოიცა ორ მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა 103 ენაზე. აგათა კრისტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, მისი შედევრები ყველაზე მეტად გამოქვეყნებულია ბიბლიისა და შექსპირის ნაწარმოებების შემდეგ. აგათა კრისტიმ ასევე დაამყარა რეკორდი ნაწარმოების თეატრალური წარმოების მაქსიმალური რაოდენობით და მისი პიესა "თაგვის ხაფანგი" პირველად 1952 წელს დაიდგა და დღემდე განუწყვეტლივ აჩვენებენ ლონდონის სცენაზე.image

აგატა კრისტი მრავალი დიდი გამონათქვამის ავტორია, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: "თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა".


0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0