x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკი

ნატურალური ანტიბიოტიკები საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ოფიციალურ მედიცინაში. აქ 7 მათგანზე გვექნება საუბარი, რომელთა ეფექტურობა, არაერთხელ დადასტურდა მეცნიერების მიერ.
ითვლება, რომ ბაქტერიულმა ინფექციებმა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე ყველა ომმა ერთად. ამიტომ, ანტიბიოტიკის აღმოჩენა, რომელიც წარმატებით ებრძოდნენ ბაქტერიებს, უდიდესი მიღწევა იყო მედიცინაში და კაცობრიობის ისტორიაში.


image


თითქოს, ახალ წამალს წარმოუდგენელი ძალა ჰქონდა: ექიმს მხოლოდ ანტიბიოტიკის შერჩევა და პაციენტისთვის აბების მიცემა სჭირდებოდა... და ადამიანი განიკურნებოდა! მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივადაც არ იყო. პრობლემა თავი მაშინ იჩინა, როცა ანტიბიოტიკების დანიშვნა თითქმის ყველა სახის ანთებით პროცესზე დაიწყეს. სხვადასხვა შეფასებით, შემთხვევების 50%, მათი გამოყენება გაუმართლებელი იყო. თუმცა, წარსულზე კი არა, დღევანდელობაზე რომ ვისაუბროთ, ბევრი ჩვენგანი, გრიპს ანტიბიოტიკებით მკურნალობს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკურნალობა უსარგებლოა. მართალია, ანტიბიოტიკები მშვენივრად მოქმედებს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, მაგრამ, ისინი ვირუსებზე არ მუშაობენ!


ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ანტიბიოტიკების შესახებ უნდა ვიცოდეთ:

1. ანტიბიოტიკების უმეტესობა, ინფექციაზე, მიღებიდან რამდენიმე საათში მოქმედებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, რადგან არსებობს რისკი, რომ ინფექცია დაბრუნდება და უფრო მდგრადი გახდება, იმ წამლის მიმართ, რომელიც გამოყენებული იყო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი ანტიბიოტიკის მიღება გახდება საჭირო.

2. ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის რაციონი. მასში რაც შეიძლება მეტი პროდუქტი უნდა იყოს, რომელიც თუთიას და სელენის, ასევე A, E და C ვიტამინები შეიცავს.

ხოლო, თუ ანტიბიოტიკების ნაცვლად, ნატურალური პროდუქტებით მკურნალობას გადაწყვეტთ, შორს წასვლა არ დაგჭირდებათ — მათი პოვნა სამზარეულოშიც შეიძლება:


ნიორი — ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის აქტიურად ებრძვის ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა: ოქროსფერი სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხვა. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად ნიორს მოიხმარდნენ, ასევე თავისუფლდებიან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, ალერგია, კბილის ტკივილი და ა. შ.


ჯანჯაფილი — ჯანჯაფილს ტრადიციულად, გაციების და გრიპის სამკურნალოდ იყენებდნენ. თუმცა, ამ ბოლო დროს, მისი შარდმდენი თვისებაც აღმოაჩინეს. კვლევის თანახმად, ჯანჯაფილი ხელს უწყობს გრიპის ვირუსების განადგურებას და ზრდის იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობას.


კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სანელებელია; მას ხშირად უმატებენ საკვებს (არა მხოლოდ ინდურ კერძებს), რომ განსაკუთრებული გემო და არომატი მისცეს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ეს სანელებელი, თავდაპირველად, როგორც საღებავი გამოიყენებოდა. ამჟამად, ამ არომატულ სანელებელს უაღრესად აფასებენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რადგან ის ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს შეიცავს, როგორიც არის: ეთერზეთები, A, K, C, E, D, H და B ვიტამინები. გარდა ამისა, შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმოვანი მჟავებს, და შემდეგ მიკროელემენტებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, გოგირდი; რკინა, მანგანუმი, სპილენძი, სელენი, თუთია; მის შემადგენლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კი კურკუმინია. ეს ბუნებრივი პოლიფენოლია, რომელიც ნათელი მოყვითალო–ნარინჯისფერი ფერის კრისტალური ნაერთი. კურკუმინს გამოხატული ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიკარცინოგენული, ნეიროპროტექტორული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.


დარიჩინი — დარიჩინს დიდი ისტორია აქვს როგორც სანელებელს, ასევე წამალს. თუმცა, მისი თვისებები, მართლაც რომ უნიკალურია! მრავალი სასარგებლო ნივთიერებას, რომლითაც მდიდარია დარიჩინი, შეუძლია შეაჩეროს მავნე ბაქტერიების და სოკოების რაოდენობის ზრდა, მათ შორის წარმატებით ებრძვის Candida–საც. ეს სანელებელი მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც. ამას გარდა, ის დადებითად მოქმედებს პანკრეასზე, არეგულირებს სისხლში ინსულინის დონეს და არის დიაბეტის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება.


პირშუშხა — ეს მცენარე, ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში მხოლოდ კი არ ეხმარება, არამედ ზრდის იმუნური სისტემის აქტივობას. ის ეფექტური საშუალებაა ყელის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ასევე დადასტურდა, რომ პირშუშხას რეგულარულმა მოხმარებამ, შეიძლება, ბაქტერიები გაანადგუროს, რომლებიც საშარდე გზების დაავადებებს იწვევს.


С ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული — ცნობილია, რომ ვიტამინი C იმუნურ სისტემას აძლიერებს და აუმჯობესებს, ორგანიზმის დაავადებასთან ბრძოლის უნარს. დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს: მოცხარი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, მარწყვი, ქლიავი, საზამთრო. ასევე: წიწაკა, ხახვი, ოხრახუში, კომბოსტო, სატაცური, პომიდორი და ისპანახი.


თაფლი — თაფლს, უძველესი დროიდან, მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო, ძალიან აფასებენ. ხალხში მას, ხშირად, ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ. ამ პროდუქტს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური და ჭრილობების შეხორცების თვისებები გააჩნია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ეხმარებოდა რუზველტი და ჩერჩილი სსრ კავშირს, ომის დაწყების პირველივე დღიდან?

* პლაჟზე მომხდარი 10 კურიოზული შემთხვევის ფოტო

* უცნაური და ილუზორული იატაკები, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის შეშინება და დეზორიენტირება შეუძლია

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0