x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფანები ეკრანებთან გაქვავდნენ, როცა წარმოუდგენლად შეცვლილი საკუთარი კერპი იხილეს

image


ლეგენდარულ ბრიტანელ როკ-მუსიკოსს ოზი ოსბორნს თაყვანისმცემლებისთვის არ დაუმალავს, რომ მას პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს. ორიოდე წლის წინ ოზიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დაავადებით უკვე მრავალი წელია იტანჯება. როგორც ჩანს მომღერლის მდგომარეობა გაუარესდა. "პარკინსონი პროგრესირებს", - აღიარა როკერის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


image


ცოტა ხნის წინ, 74 წლის როკერი ლოს - ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. გარეგნულად საოცრად შეცვლილ მუსიკოსში მილიონობით კერპის ამოცნობა რთულია. ფოტოებზე თავადვე შეგიძლიათ შეამჩნიოთ რამდენად დეპრესიულია მისი ემოციური მდგომარეობა.


image


"შეუძლებელია, თქვით, რომ ეს ხუმრობაა", "არ მსურს ამის დაჯერება", "ასეთი სევდიანი არასდროს ვყოფილვარ", "რა სევდიანი სანახაობაა", "რა რთულია მისი ტრანსფორმაციის ყურება", "რა სამწუხაროა ეს ყველაფერი", "რამდენიმე წლის წინ ის ჯანმრთელი და თავდაჯერებული ადამიანი იყო", "ცხოვრება ისეთი უსამართლოა", - წერენ ინტერნეტ მომხმარებლები კომენტარებში წარმოუდგენლად შეცვლილი ოსბორნის ახალი ფოტოების ქვეშ.


imageimage


შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა როკ-მუსიკოსმა და სიმღერების ავტორმა პოპულარობა 1970-იან წლებში "Black Sabbath"-ის ვოკალისტის სახით მოიპოვა, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობაც ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და სოლო კარიერა გააგრძელა, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მან 11 სტუდიური ალბომი გამოუშვა, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში არაერთი პლატინით აღინიშნა.


image


2011 წელს მუსიკოსი "Black Sabbath"-ს კვლავ დაუბრუნდა. მუსიკოსის ალბომების გაყიდვები, დაწყებული "Black Sabbath"-ის პერიოდით 100 მილიონ ასლს აღწევს. ჯგუფთან ერთად ოზი ოსბორნი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების და ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში. ბირმინგების ვარსკლავების და ჰოლივუდის დიდების ხეივნებში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავები.


image







0
622
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
622