x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შაკირა მაკიაჟისა და ფილტრების გარეშე. ახალ ფოტოებზე მას უბრალოდ ვერ იცნობთ

image


ცნობილი ადამიანების უმეტესობა მომხიბლავი გარეგნობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ეფექტურ ხრიკს მიმართვას. ზოგი სილამაზის სტადარტების დევნაში ქირურგიულ ჩარევაზეც არ ამბობს უარს, ზოგი კი მხოლოდ ბოტოქსებითა და ფილერებით შემოიფარგლება. ბევრი მათგანი გულშემატკივრების თვალწინ მაკიაჟის გარეშე გამოჩენას ყველანაირად თავს არიდებს, თუმცა აი, კოლუმბიელ მომღერალს თავისი ბუნებრივი სილამაზით მილიონობით თაყვანისმცემლის წინაშე გამოჩენა არანაირად არ აკომპლექსებს. ფაქტია, რომ 43 წლის მომღერალი, თავის წლებთან შედარებით მართლაც რომ ახალგაზრდულად გამოიყურება. მომღერალი მთელი ამ წლების განმავლობაში თითქოს საერთოდ არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ მას გენებში ნამდვილად გაუმართლდა.



imageimage


სხვათა შორის, თავად მომღერალი არც გამაწამებელი დიეტებითა და არც მრავალსაათიანი ვარჯიშით იტანჯავს თვს. ფორმის შენარჩუნებში კი მას ცეკვა ეხმარება. შაკირა ორი, მოუსვენარი ვაჟის დედაა, ამიტომ სამოსში ის ყოველთვის კომფორტს ირჩევს. ყოველდღიურ ცხოვრებაში 43 წლის მომღერალი უპირატესობას ჯინსებსა და მაისურს ანიჭებს. მას იშვიათად შეხვდებით განსაკუთრებული ვარცხნილობითა და პროფესიონალური მაკიაჟით.


imageimage


"მეიქაფის" გარეშე, მისი ჩვეული ხვეული თმით, შაკირა პატარა სკოლის მოსწავლე გოგონასავით გამოიყურება. ყველა ვარსკვლავი ასეთი შედეგით, მით უმეტეს, 43 წლის ასაკში ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს.



imageimageimage




0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
198