მუსიკა როგორ გამოიყურება დღეს 80-იანების ვარსკვლავი საბრინა სალერნო, თვალებს არ დაუჯერებთ 2023, 2 მარტი, 19:07 ამ სკანდალური იტალიელი მსახიობის, მომღერლისა და მოდელის სახელი უფროსი თაობისთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან საბრინას დიდების პიკი სწორედ გასული საუკუნის 80-იან წლებს ემთხვევა. რამდენიმე სილამაზის კონკურსში გამარჯვებისა და ცნობილი სინგლის "Boys"-ის ჩაწერის შემდეგ, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა, ის შოუბიზნესის ერთი - ერთი წამყვანი ვარკვლავი უმოკლეს დროში გახდა.სხვათა შორის, იმ მომენტში საბრინა სულ რაღაც 20 წლის იყო, მაგრამ დრო გადის და წელს მომღერალი უკვე თავის 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბევრს აინტერესებს, როგორ შეიცვალა მომღერალი წლების განმავლობაში და რას აკეთებს ის ახლა?საბრინა იტალიის ქალაქ გენუაში დაიბადა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სან - რემოში გადავიდა. 18 წლის ასაკში მან რამდენიმე იტალიურ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და "მის ლიგურია 1986" -ის ტიტულიც მოიპოვა. გოგონა იტალიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა - ევროპაში ყველაზე დიდი კომერციული სატელევიზიო ქსელის მფლობელმა და იტალიის მინისტრთა საბჭოს მომავალმა თავმჯდომარემ სილვიო ბერლუსკონიმ შენიშნა, რომელმაც მას ტელევიზიაში მუშაობა შესთავაზა.საბრინას კარიერამ აღმასვლა განიცადა, თუმცა გოგონა მომღერლობაზე ოცნებობდა, ამიტომ არჩევანი მან მაინც მომღერლეობაზე შეაჩერა. 1986 წელს მისი პირველი სინგლი "Sexy Girl"-ი გამოვიდა, წელიწადნახევრის შემდეგ კი დღის სინათლე უკვე მისმა მეორე ჰიტმა- "Boys"-მა იხილა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა და მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. საიდუმლო არ არის, რომ საბრინა ცნობილი თავისი ცეცხლოვანი სიმღერებისა და პროვოკაციული ნომრების წყალობით გახდა, ხოლო ვიდეორგოლში "Boys"-ი ის მაყურებლის წინაშე საერთოდ მოშიშვლებული მკერდით წარსდგა.80-იანი წლების ბოლოს, მუსიკალური ხელოვნების სფეროში მიღწეული მიღწევებისთვის საბრინას "Festivalbar"- ის ფესტივალზე საუკეთესო ევროპელი მომღერლის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ მან სი სი კეტჩის მსგავსად სექს-სიმბოლოს ტიტულიც მოიპოვა.2000-იანი წლების დასაწყისში საბრინა პრაქტიკულად ეკრანებიდან გაქრა, და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ "Erase/ Rewind Official Remix"-ის ალბომის ჩაწერის შემდეგ დაბრუნდა. მან კინოში თამაშიც მოასწრო. მის ნამუშევრებს შორისაა როლები ფილმებში "Fratelli d'Italia", "Grandi magazzini", "Colori", "Film D" და სხვა.დღესდღეობით, მომღერალი იშვიათად მართავს კონცერტებს, თუმცა ზოგჯერ რეკლამებში მონაწილეობს. მომღერლის ძირითად შემოსავლის წყაროს მისი სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს, არტისტი საკუთარი ბრენდის ქვეშ ასევე მოდურ ტანსაცმელსაც აწარმოებს. მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. საბრინა დიდი ხანია კომპოზიტორ ენრიკო მონტიზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ერთადერთი ვაჟი ლუკა ჰყავს. მომღერალი თავის ასაკთან შედარებით მართლაც რომ იდეალურად გამოიყურება.2189 შეფასება არ არის |