x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სანდრას მამამ დღემდე ვერ მაპატია მატერიალური ზიანის მიყენება"-მიხეილ სააკაშვილი
image

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მდინარის თუ ტბის პირას უსისტემოდ აშენებულ სახლების თუ სასტუმროების მშენებლობას სოციალური ქსელით ეხმაურება და 2007 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს.


მინდა გავიხსენო ერთი ისტორია.


2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა.



შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო).


როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ.


ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა.


მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო დიდი ხარჯი, მას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.



შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ 8 წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ქართულმა პოლიციამ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი.



მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის უფროსთან ერთად გამართულულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ამავე დღეს ციხეში შიმშილობა გამოცხადა, რომელიც აგერ უკვე ორი წელიწადია გრძელდება.

0
250
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0