x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელი ბლოგერი, რომელიც ბედნიერ ოჯახზე და დედობაზე მოუთხრობდა მილიონობით გამომწერებს, კადრს მიღმა შვილებს აწამებდა
image

ეს მძიმე ისტორია დასრულდა მას შემდეგ, როდესაც რუბი ფრენკის ვაჟმა მეზობლებს საკვები და წყალი სთხოვა.



30 აგვისტოს ქალაქ სანტა კლარასა და აივინსის (იუტას შტატი) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა უჩვეულო ზარი მიიღო.


ტელეფონიდან იტყობინებოდნენ, რომ მის გვერდზე იყო გაფითრებული მოზარდი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. არასრულწლოვანს სხეულზე ღია ჭრილობები აღენიშნებოდა, ხოლო ხელებსა და ფეხებზე წებოვანი ლენტის ნაგლეჯები ჰქონდა შემოხვეული.



მოზარდი ცნობილი ბლოგერის რუბი ფრენკის 12 წლის ვაჟი აღმოჩნდა. ის დედის ბიზნესპარტნიორის, ჯოდი ჰილდებრანდტის სახლის ფანჯრიდან გაიპარა და მეზობლებს საკვები და წყალი სთხოვა.


„არასრულწლოვნის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოზარდის გასინჯვის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადეს დეპარტამენტში. მათ განმარტეს, რომ მოზარდს სხეულზე ღრმა ჭრილობები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ თოკით იყო გამოწვეული.


ჰილდებრანდტის სახლში მისულმა პოლიციამ იპოვა ბლოგერის ათი წლის ქალიშვილი, რომელიც ასევ გამოფიტულ მდგომარეობაში იყო. გოგონაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრენკის კიდევ ორი ​​მცირეწლოვანი შვილი მეურვეობის ორგანოებს გადასცეს.


ვინ არის რუბი ფრენკი?



რუბი ფრენკი არის 41 წლის იუთუბერი, რომელიც გაიზარდა იუტაში. ის იყო საოჯახო არხის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი "8 Passengers"-ასე ერქვა მის არხს YouTube-ზე რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებდა, იგი ცნობილი გახდა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ოჯახური ვიდეოების გაზიარებით.


მორმონის მიმდევარ წყვილს რუბი და კევინ ფრენკი ექვსი შვილით.- შარი, ჩადი, ები, ჯული, რასელი და ევა.

image

როგორი იყო ფრენკის ვიდეობის შინაარსი? უბრალოდ აჩვენებდა თავისი ოჯახის ცხოვრებას. არხის გამომწერებს შეეძლოთ გაეგოთ, რომ მის ერთ ქალიშვილს ბრეკეტები ჩაუსვეს, მეორეს თმა ცუდად შეჭრეს საპარიკმახეროში, ხოლო მისმა უმცროსმა ვაჟმა მოულოდნელად უწმაწური სიტყვები იხმარა. ვიდეოებში რუბი მოსიყვარულე და მზრუნველი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი დედა ჩანდა. ხშირად იწერდა ვიდეოზე ბავშვებთან ჩატარებულ საგანმანათლებლო საუბრებს;


უმეტეს შემთხვევაში, მაყურებელს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფრენკები ჩვეულებრივი ოჯახი იყო, აშკარა მწვავე პრობლემების გარეშე.

image

პოპულარობის პიკზე არხს ჰყავდა დაახლოებით 2, 5 მილიონი გამომწერი, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 2020 წელს მას შემდეგ, რაც სერია ბრალდებებმა გამოიწვია გამომწერებში შეშფოთება. ისინი სერიოზულად დაეჭვდნენ, რომ ქალი სასტიკად ეპყრობოდა შვილებს.ერთ-ერთ წაშლილ ვიდეოში წყვილის 15 წლის ვაჟმა თქვა, რომ უმცროსი ძმასთან ხუმრობის გამო 7 თვის განმავლობაში იძულებული გახადეს მისაღები ოთახის იატაკზე დაეძინა.

imageფოტოზე: რუბი ყოფილ მეუღლესთან, კევინთან ერთად


გამომწერები ცდილობდნენ საზოგადოების და ბავშვთა მეურვეების ყურადღების მიქცევას, მაგრამ მათი ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა.


გარკვეული პერიოდის შემდეგ, რუბიმ არხის ფუნქციონირება შეწყვიტა. მოგვიანებით ის YouTube-დან წაიშალა .

image

2022 წლის ზაფხულში ბლოგერი შეუერთდა ჯოდი ჰილდებრანტის ბიზნესს, ConneXions, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო კომპანიას. ის ამღზრდელის როლს ასრულებდა და ხშირად ჩნდებოდა ჰილდებრანდტთან ერთობლივ ვიდეოებში YouTube-ზე. ფრენკი საუბრობდა ფსიქოლოგიასა და ადამიანთა ურთიერთქმედების სხვადასხვა თემაზე - გაბრაზება, მოტყუება, ნდობა, ასევე სათანადო აღზრდა.

imageფოტოზე: ჯოდი ჰილდებრანტი და რუბი


მიუხედავად იმისა, რომ ფრენკის სკანდალური პოპულარობა 2022 წელს გარკვეულწილად შემცირდა, ზოგიერთმა განაგრძო ოჯახის, კერძოდ, რუბის საქმიანობაზე თვალის დევნება.


2023 წლის 30 აგვისტოს, Fox13-ი იტყობინებოდა, რომ არხის 8 Passengers-ის დამფუძნებელი და 6 შვილის დედა რუბი ფრანკე დააკავეს მშობელთა საკონსულტაციო სერვისის ConneXions-ის დამფუძნებელთან, ჯოდი ჰილდებრანდტთან ერთად, ბავშვზე განხორციელებული დამამძიმებელ ძალადობის გამო.


რა გამოხმაურება მოჰყვა მის დაკავებას?



"როგორც იქნა", ამ სიტყვებით გამოეხმაურა მისი ქალიშვილი შერი, დედამისის დაკავებას. მომხდარის კომენტირებისას გოგონამ თქვა, რომ სამართლიანობამ საბოლოოდ იზეიმა. „წლებია ვცდილობთ პოლიციისა და მეურვეობის ორგანოების ყურადღება მიგვეპყრო ამაზე. ძალიან მოხარული ვართ, რომ მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს ჩარევა“, - დაწერა მან ინსტაგრამზე.



ჯუდის დებს, ასევე ბლოგერებს, ასევე გაუხარდათ მისი დაპატიმრება. "რუბი უნდა დაეპატიმრებინათ", - თქვეს მათ Instagram-ის პოსტში.


"ბოლო სამი წელია, ჩვენ არ გვილაპარაკია ჩვენს დის, რუბი ფრენკის შესახებ, მისი შვილების გულისთვის. მაგრამ საჯაროობის გარეშე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ მისი შვილების უსაფრთხოება შეგვენარჩუნებინა."(ელი მეჰამი და ჯუდი დერუ)


ბლოგერის ქმარმა კევინ ფრენკიმ სიტუაციაზე კომენტარი არ გააკეთა. თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს ბავშვებზე თავად იზრუნოს. იგი ირწმუნება, რომ ბოლო წლები კევინი არ ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად, ამიტომ არ იცოდა მათ მიმართ ძალადობის შესახებ.


ბლოგერის დაკავების შესახებ მისმა ორმა მეზობელმაც ისაუბრა. მათ აღიარეს, რომ დიდი ხანია ღელავდნენ ფრენკის შვილებზე და მისი დაპატიმრების შემდეგ, შვებით ამოისუნთქეს.

imageფოტოზე: რუბი ფრენკი ემუქრება ქალიშვილს, რომ მის თოჯინას თავს მოაჭრის

0
189
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0