მსოფლიო ერთი ფოტოს ისტორია: ბრეჟნევისა და ჰონეკერის ვნ#ბიანი კოცნა 2023, 11 სექტემბერი, 16:39 სარეპორტაჟო ფოტოგრაფიაში ყველაფერს სწორედ იღბალი წყვეტს. კაპიტალისტური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მკვიდრი, ფოტოგრაფი ბარბარა კლემი შესაძლოა საერთოდ ვერ დასწრებოდა სოციალისტური ქვეყნების ორი ლიდერის - გდრ პრემიერ-მინისტრის ერიხ ჰონეკერისა და სსრკ-ას გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრას, თუმცა ისტორიის საბედნიეროდ, ბარბარა ღონისძიებაზე როგორც გაზეთ "Frankfurter Allgemeine Zeitung"-ის ფოტოჟურნალისტი ისე გაემართა.ამაში თითქოს ცუდი არც არაფერი იყო, თუმცა ერთი გარემოება აუცილებლად უნდა იცოდეთ. გერმანიაში ორი ფრანკფურტია (ერთი მაინზე, მეორე ოდერზე), ხოლო 1979 წელს როცა აღნიშნული ფოტო იქნა გადაღებული, ქალაქები საზღვრის მოპირდაპირე მხარეს იყო. ორგანიზატორებს უბრალოდ არ შეუწუხებიათ თავი იმის გარკვევით, თუ რომელ ქალაქში იბეჭდებოდა გაზეთი.ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ შეხვედრაზე, მოგვიანებით თავიანთი დაუდევრობის გამო დაისაჯნენ, ხოლო ფრეილეინ კლემმა ორი ამხანაგის ვნებიანი კოცნა არა მხოლოდ ფირზე აღბეჭდა, არამედ საკმაოდ დიდი ტირაჟითაც გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე მთელი მსოფლიო ბრეჟნევს დასცინოდა, კოცნა საბჭოთა პოლიტიკოსებში მოდური გახდა. სხვათა შორის, ბევრ საბჭოთა ადამიანს ეს ფოტო მთლიანად არც არასოდეს უნახავს. 1987 წელს მხატვარმა დიმიტრი ვრუბელმა მისი ფრაგმენტი თავის ნამუშევარში გამოიყენა, რომელიც მოგვიანებით ბერლინის კედელზე განათავსა, სადაც ლიდერები მსხვილი ხედით იყვნენ გამოსახული, ტილო კი შემდეგი სლოგანით იყო გაფორმებული: "ღმერთო! ამ მოკვდავ სიყვარულს შორის გადარჩენაში დამეხმარე". რეპროდუქცია საკმაოდ კარგადაც გაიყიდა.184 შეფასება არ არის |