x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გერმანელების "მფრინავი თეფში", ნაცისების საიდუმლო ბაზა ანტარქტიდაზე და სხვა საინტერესო ფაქტები

იტალიელი ჟურნალისტი კურციო მალაპარტე, II მსოფლიო ომის დროს, სამხედრო კორესპონდენტი იყო და ნაცისტური ბლოკის არაერთ ფრონტზე იყო ნამყოფი. ის თავის სტატიებში, თუ დღიურებში, მეტად უცნაურ პროდუქტებზე საუბრობდა, რომლითაც მოქმედ არმიაში იკვებებოდნენ.


image


ომის წლებში, გერმანელი გენერლები მეცნიერებისგან სხვადასხვა სახის, იაფიანი ერზაც–პროდუქტების (ერზაცი – ნამდვილის არასრულფასოვანი შემცვლელი) შექმნას ითხოვდნენ...

ჯარისკაცები კი, ერზაც–სპირტს ერზაც–პურს და ერზაც ძეხვს აყოლებდნენ. საუზმეზე კი, ე. წ. «ჯარისკაცის ყავას» სვამდნენ, რომელსაც შემწვარი სტაფილოსგან ამზადებდნენ. სტაფილოს გარდა, სუროგატული ყავის მოსადუღებლად, რკო, წაბლი და ასკილი გამოიყენებოდა.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, საკვებთან დაკავშირებული, განსაკუთრებით საიდუმლო ექსპერიმენტები, ხანგრძლივი მოხმარების ვადის პროდუქტების შექმნას უკავშირდებოდა, რომელიც ნაცისტური ანტარქტიდის ბაზისთვის იყო განკუთვნილი. ეს მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან საკვების მარაგის ადგილზე შევსება ვერ ხერხდებოდა...

დიახ, ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ანტარქტიდაზე ნაცისტებმა საიდუმლო სამხედრო ბაზა შექმნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 1939 წელს იქ მესამე რაიხის ექსპედიცია ჩავიდა.

ანტარქტიდაზე საიდუმლო ბაზის არსებობის მომხრეები, ბევრს წერენ იმაზე, რომ ნაცისტებს რაღაც თეორია ჰქონდათ, ყინულოვან კონტინენტზე სკანდინავიური რასის წარმოშობის შესახებ... და რომ მათ სჯეროდათ, მარადიული ყინულის ქვეშ, უძველესი ცივილიზაციის ნანგრევების არსებობის შესახებ. ნაცისტები, თითქოს იმედოვნებდნენ, რომ იქ არტეფაქტებს იპოვიდნენ, რაც მათ ახალი, არნახული იარაღის სისტემების შექმნაში დაეხმარებოდა. ყინულოვან კონტინენტზე, არტეფაქტების ძებნისას, თითქოს, გერმანელებმა მიწისქვეშა გამოქვაბულები აღმოაჩინეს, რომლებშიც საიდუმლო ბაზები ააშენეს.

ზოგიერთი ინფორმაციით, გამოქვაბულებში ენერგო დანადგარები და ქარხნებიც კი იყო. გარდა ამისა, ნაცისტები, სწორედ იქ გზავნიდნენ საარქივო დოკუმენტებს და ოქროს მარაგის ნაწილს, იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ომში დამარცხდებოდა. ბაზა დღემდე აღმოჩენილი არ არის... ან იპოვეს და გასაიდუმლოებულია...

ხოლო, ენთუზიასტებს ჯერ კიდევ აქვთ სენსაციის იმედი – მათ სჯერათ, რომ ადრე, თუ გვიან, ინფორმაცია გავრცელდება, ამ ბაზის აღმოჩენის შესახებ... ზოგიერთი კი იმასაც ფიქრობს, რომ იმ "მფრინავ თეფშებსაც" აღმოაჩენენ, რომლებიც გერმანელებმა საიდუმლო ბაზაზე შექმნეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 გამოცანა, რომელშიც ტრადიციული ლოგიკა ვერ დაეხმარებათ (პასუხები აქვს)

* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?

* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?


0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0