x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137529
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
"რაჭის მეფობა რომ უნდა, შოვის ტრაგედიას გამოეხმაურა? რამეზე შეწუხდა?"- ვისზე საუბრობს ნათია ფანჯიკიძე

image


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დავით ხიდაშელისთვის ლიცენზიის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაჭაში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს:


"ეს კაცი ამ სტატიამ გამახსენა. არსებობს საერთოდ, თუ მოჩვენებაა? რაჭის მეფობა რომ უნდა, შოვის ტრაგედიას ერთი სიტყვით მაინც გამოეხმაურა? რამეზე შეწუხდა, იზრუნა?"- ვკითხულობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს და ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმეს დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. 2022 წლის ივლისში „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.


გუშინ კი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა რაჭის მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართა, პროტესტის მონაწილეები გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ.


მათ გამაფრთხილებელი აქცია "Facebook"ის პირად გვერდზე გამართეს და საკუთარ მოთხოვნებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრეს.


"ეს არის დასაწყისი ეტაპი ჩვენი პროტესტის, ვიწყებთ რეგულარულ პროტესტს და ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იქამდე უფრო მეტნი ვიქნებით, შემოგვიერთდება ყველა ის ხეობა, ვინც დღეს აქ არ დგას, არ სჭირდება რაჭას ბატონი ამ კაცის სახით და ყველა შემთხვევაში, ყოველგვარი აპელაციის გარეშე ეს ლიცენზია უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერის თქმით, ის ხელმოწერებს აგროვებს და აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეების რაოდენობა გაიზრდება.






0
366
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
366