საზოგადოებრივი რაც დაბალია ფასი, მით მეტია პრეტენზია 2023, 8 სექტემბერი, 22:21 რაც უფრო დაბალია ფასი, მით მეტია პრეტენზია. და ეს არ ეხება მხოლოდ მომსახურებას და პროდუქტებს. ეს ადამიანებსაც გვეხება! რაც უფრო დაბალ ფასს დაუწესებთ საკუთარ თავს, რაც უფრო მეტად შეეცდებით, მოეწონოთ სხვებს და იყოთ სასიამოვნო, მით უფრო მეტ პრეტენზიას წამოგიყენებენ. ფასის კლებასთან ერთად გაიზრდება უკმაყოფილება, მოთხოვნები, კრიტიკა, შენიშვნები და საყვედურები. თავიდან ვერ გაიგებ რა ხდება. ბევრ კარგ ადამიანს არ ესმის, რატომ ხდება ასე. როგორც კი დაიწყებ შენი ფასის დაწევას, ეფექტი საპირისპირო იქნება - პრეტენზიები გაიზრდება! და ასე და ამ გზით შეიძლება დახვიდე ნულამდე. ჯერ უმნიშვნელოზე, შემდეგ კი არარსებულზე გაგაკრიტიკებენ. მერე ფასს ისევ დაიგდებ, რადგან თვითშეფასება დაეცემა..., პრეტენზიები ისევ აიწევს, ისევ დაიგდებ და მალე შენი ფასი გაქრება. თქვენ, როგორც ინდივიდი, აღარ იარსებებთ. ასე რომ, არასდროს დაწიოთ თქვენი ფასი. ა დ ე კ ვ ა ტ უ რ ა დ შეიფასეთ გარეგნობა, უნარები, შესაძლებლობები, ცოდნა, გამოცდილება - არც ისე ძვირად, რომ თვითკმაყოფილ იდიოტს ჰგავდეთ და სცილდებოდეს თქვენს ნაღდ ღირებულებას და არც ისე იაფად, რომ თქვენ მიმართ პრეტენზიები გაიზარდოს. არაა საჭირო მოეწონოთ სხვებს იმისთვის, რომ ჯერ უმნიშვნელო სულდგმულად და მერე არარაობად გაქციონ. ადამიანი, რომლის ფასიც "ნულია", აღარ არსებობს. და თუ თქვენ მიმართ საყვედურები, შენიშვნები და პრეტენზიები გაიზარდა, შეიმოწმეთ ფასი. იქნებ ძალიან დაწიეთ? იქნებ დროა გაზარდოთ, რომ მზის ქვეშ ადგილი არ დაკარგოთ და ნულად არ იქცეთ? 53 2-ს მოსწონს
|