x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უკვე ყველას ეცოდინება ეს ამბავი"- რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ირაკლი ღარიბაშვილის შვილთან ერთად აშშ-ში ჩარტერული რეისით გამგზავრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"კალაძის მამისთვის დაბადების დღის საჩუქრად ბურთის ფორმის ძეგლის მირთმევით დამყარებული რეკორდი მალევე მოხსნა პრემიერმა ღარიბაშვილმა: შვილი უნივერსიტეტში დაქირავებული თვითმფრინავით ჩაიყვანა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კორუფციის გარეშე ამხელა ხარჯის გაწევა საჯარო მოხელისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, შვილს რატომ უნდა გაუკეთო ასეთი რამე და ამერიკულ სოციუმში (განსაკუთრებით საუნივერსიტეტოში) ინტეგრირების პრაქტიკულად ნულოვანი შანსი დაუტოვო?

ps ცხადია, უკვე ყველას ეცოდინება ეს ამბავი პენსილვანიის უნივერსიტეტში."- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა:


"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.


კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.


ცნობისთვის, გუშინ, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.




0
479
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
479