პოეზია ლეილა აბაშიძის ლექსი, რომელზეც სიმღერაც დაიწერა(ვიდეო) 2023, 8 სექტემბერი, 15:03
დღეს 8 სექტემბერს 5 წელი შესრულდა, რაც ლეგენდარული მსახიობი, გასული საუკუნის 50/60-იანი წლების ქართული კინოს მეგავრსკვლავი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თუმცა დღეს ლეილა აბაშიძის კინოხელოვნებაზე არ გვექნება საუბარი, იგი სულ სხვა კუთხით უნდა წარმოიდგინოთ. ბევრმა არ იცის, რომ ლეილა აბაშიძე არა მარტო კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი იყო.არამედ პოეზიითაც იყო გატაცებული და ლექსებსაც წერდა, ქვემოთ გაგაცნობთ მის ალბათ ყველაზე ცნობილ ლექსს, რომელზედაც სიმღერა დაიწერა და ასრულებდა "ცისფერმა ტრიო" და ვია 75 და თემურ რევაზიშვილი. "ისევ ქარმა წაგიღო და სულშიც ქარი ქროდა, ჩემს თითებს კი შენი თმების სურნელება ჰქონდა, ჩემს ტუჩებს კი ისევ აჩნდა შენი კოცნის კვალი, შორს ღრუბლებში დაგადევნე სევდიანი თვალი. ისევ ქარმა წაგიღო და სულშიც ქარი ქროდა, ჩემს თითებს კი შენი თმების სურნელება ჰქონდა.” ლეგენდარულ მსახიობზე ლეილა აბაშიძეზე მისი კოლეგა ულამაზესი და უნიჭიერესი ლიანა ასათიანი ერთ გამორჩეულ ამბავს იხსენებდა: “ერთხელ ქუჩაში ჩემთვის მოვსეირნობდი. დავინახე ტროტუარზე ვიღაც ქალს ლეილა აბაშიძე ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მეც მივედი მისახმარებლად. ლეილამ შემომხედა და მეუბნება: “1 საათია აქ ვარ, კაციშვილი არ შეწუხებულა გაეგო, რა ხდებოდა, გათიშული ეგდო ძირს და, აბა, გვერდს როგორ ჩავუვლიდი.” სასწრაფო დახმარების მანქანა როდესაც მოვიდა, თავისი მანქანა დატოვა, ჩაჯდა იმ ქალბატონთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაში. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ვიკითხე იმ ქალბატონის მდგომარეობა, მითხრეს: “ლეილა აბაშიძის ნათესავს რას დააკლებდნენ, თუ კი რამე აწუხებდა, ყველაფრისგან განკურნესო.” სახტად დავრჩი ასეთი ადამიანური სიკეთის შემდეგ. აი, ეს იყო ლეილა აბაშიძე – სიკეთის განსახიერება, პირველ რიგში, ადამიანი და შემდეგ მსახიობი, რომელმაც შექმნა უამრავი დასამახსოვრებელი კინო-როლი ქართულ კინოში.” 537 3-ს მოსწონს
|