მუსიკა ცნობილი მომღერალი Drake აჩვენებს თავის კონცერტზე შეგროვებულ ბიუსჰალტერების კოლექციას 2023, 8 სექტემბერი, 11:51 ჰიპ-ჰოპის კანადელმა ვარსკვლავმა Drake-მა (ნამდვილი სახელია ობრი დრეიკ გრეჰემი) ინსტაგრამზე გამოაქვეყნა თავისი ფოტო ასობით ბიუსჰალტერის ფონზე, რომლებიც მომღერალმა ტურის "It's All a Blur" განმავლობაში მიიღო ფანებისგან. გრემის გამარჯვებული ფართოდ გაშლილი ხელებით, გაღიმებული სახით და მაისურზე წარწერით „პრო***-ბს ფრენა რომ შეეძლოთ ეს ადგილი აეროპორტი იქნებოდა", - აჩვენებს თუ რამდენად ვრცელი გახდა მისი კოლექცია. მას შემდეგ, რაც 36 წლის რეპერმა It’s All a Blur-ის ერთ-ერთ კონცერტზე იხუმრა, რომ თაყვანისმცემლები სცენაზე საკმარის ბიუსტჰალტერს არ უყრიან, ეს ტენდენციად იქცა და შოუს ერთგვარი რიტუალი გახდა. It's All a Blur არის კანადელი რეპერის Drake-ის და ატლანტაში მცხოვრები რეპერის 21 Savage-ის ერთობლივი ტური, მათი ერთობლივი ალბომის "Her Loss"-ის პოპულარიზაციის მიზნით. ტური დაიწყო 2023 წლის 5 ივლისს, ჩიკაგოში, ილინოისში და ხვალ დასრულდება კოლუმბუსში, ოჰაიოში. რეპერი ასევე მალე გამოუშვებს მერვე სტუდიურ ალბომს "For All the Dogs". Drake-ის ახალი ალბომის ქავერი218 შეფასება არ არის
|