x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ჟუკოვის ბინის ჩხრეკისას ისეთი ნივთი აღმოაჩინეს, რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო...

ჟუკოვმა დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელობა მაშინ ჩაიბარა, როდესაც მოსკოვის მისადგომებთან გერმანელები იდგნენ. მან მოსკოვის ალყაც მოიგერია და გერმანელების არმიას ქალაქში შემოსვლის უფლება არ მისცა... ამ შემთხვევის შემდეგ, ჟუკოვმა სტალინის იმდენად დიდი ნდობა მოიპოვა, რომ ის თავის მოადგილეთაც კი დანიშნა. სწორედ სტალინის ძალისხმევით ხვდებოდა ჟუკოვი ყველაზე მნიშვნელოვან ოპერაციებზე, რაც მას, უფრო მეტად წარმატებულს ხდიდა. სწორედ ჟუკოვის სახელს უკავშირებდნენ წითელი არმიის ბევრი დამსახურებას. დროთა განმავლობაში, ჟუკოვი იმდენად თავდაჯერებული გახდა, რომ წინააღმდეგობას ვეღარ იტანდა. «მე დავუმტკიცე სტალინს და მან თანხმობა მომცა» — ამ ფრაზას ამბობდა ქვეყნის «მთავარი მარშალი», ვინმეს პროტესტის, ან მისი გეგმის კრიტიკის შემთხვევაში...


image


თუმცა, მას შემდეგ რაც ომი დასრულდა და ჟუკოვი «გამარჯვების მარშალი» გახდა, მას და სტალინს შორის ურთიერთობა შეიცვალა. უკვე 1946 წელს, სტალინმა ჟუკოვი კვარცხლბეკიდან უბრალოდ კი არ ჩამოაგდო, ეს მაქსიმალურად დამამცირებელი ხერხით გააკეთა — «ნადავლის საქმეს» იმ ადამიანის ბუნების მეორე მხარე უნდა ეჩვენებინა, რომელმაც ფაშისტური გერმანიის კაპიტულაცია ჩაიბარა.

ჟუკოვის მიმართ ბრალდების საფუძველს, ფაშისტური არმიის დამარცხების შემდეგ, ევროპიდან დიდი რაოდენობით ფუფუნების ნივთების წამოღება წარმოადგენდა. თავის მხრივ, გერმანიიდან ავეჯის, ხალიჩების და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების ჩამოტანის ფაქტს, არც ჟუკოვი უარყოფდა...


«ნადავლის საქმის» დაწყება


ჟუკოვის დევნის დაწყების ოფიციალური მიზეზი, 1946 წლის აპრილში დაკავებული, საჰაერო ძალების მეთაურის ალ. ნოვიკოვის ჩვენება გახდა, რომელსაც ბრალი, სხვა საქმესთან დაკავშირებით ედებოდა. ჟუკოვის ბედში ნეგატიური როლი ასევე, ნ. ბულგანინის (შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე) მიერ, სტალინისთვის მიწერილმა წერილმაც ითამაშა, რომელიც ის ბელადს, ჟუკოვის მიერ გერმანიიდან, ნადავლის გამოტანის შესახებ ატყობინებდა.


რა აღმოაჩინეს ჟუკოვის ბინის ჩხრეკისას?


საერთო ჯამში, ნადავლის მიტაცების საქმის ფარგლებში, ძიება ათზე მეტი გენერლის წინააღმდეგ იყო დაწყებული. მაგრამ, ყველაზე მეტად, გაოცება ჟუკოვის ბინაში აღმოჩენილმა, ერთ–ერთმა ნივთმა გამოიწვია...

მისი აგარაკის და მოსკოვის ბინის ჩხრეკა 1948 წელს ჩატარდა. ჟუკოვის ქონება სრულად აღწერეს და ნივთების სიაც შეადგინეს. ამ ნივთებს შორის, ყველაზე ძვირფასი ზარდახშა იყო, რომელშიც ოქროს ნივთები ინახებოდა. მათ შორის, მარტო 24 (17 ოქროსი და 3 — ძვირფასი ქვებით გაფორმებული) საათი იყო.

«ჟუკოვის ბინა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს იქიდან, ყველაფერი გატანილი იყო, რასაც მისი კომპრომეტირება შეეძლო», — წერია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ანგარიშში. იგივე სიტუაცია იყო მის აგარაკთან დაკავშირებითაც. იქ გერმანიიდან ჩამოტანილი უამრავი ნივთი იყო, მაგრამ ყველაფერი უსისტემოდ ეწყო, უფრო სწორედ, მიყრილი იყო.


უცნობი და უცნაური ნივთები


როგორც გაირკვა, ჟუკოვი ყველაფერს ყიდულობდა, რაც მის ყურადღებას იქცევდა. ბევრ ნივთზე, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, მას საბუთი ჰქონდა. მაგრამ, მარშლის ზოგიერთი ნივთი, უშიშროების წარმომადგენლებმა ვერც კი აღწერეს. მაგ., ბროლის ბურთი და სარკე, გაურკვეველი გრავირებით.

ამ ნივთების აღმოჩენასთან დაკავშირებით, პატრონს მარტივი კითხვა დაუსვეს — იყო, თუ არა, ის მაგიით დაკავებული? მხედართმთავარი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდა. თუმცა ამას, ჭორების ტალღის აგორებისთვის, ხელი არ შეუშლია... როგორც ამბობდნენ, ჟუკოვის ყველა მიღწევა და კარიერული წინსვლა, სწორედ მაგიის წყალობით მოხდა.



დევნის შედეგი


1946 წლის ზაფხულში, ჟუკოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას პოლიტიკური განყოფილებების სახმელეთო ძალებიდან გაყვანის გამო, «ბონაპარტიზმში» ადანაშაულებდნენ. ხოლო, მეორე ბრალდება, პირადი მოხმარებისთვის, გერმანიიდან ნივთების გამოტანას უკავშირდებოდა.

თავად ჟუკოვმა, ბრალდების საპასუხოდ, მხოლოდ ერთი რამ თქვა: «ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ იმაში, რომ ჩემთვის უსარგებლო ნივთები, იმ იმედით, რომ არავის დასჭირდებოდა, რომელიმე საწყობს არ ჩავაბარე».


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?

* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?

* ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც რომ იყოს...



1
1254
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1254
  
2023, 9 სექტემბერი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1