საზოგადოებრივი 155 თუ 174? – როგორი იყო სტალინის სიმაღლე სინამდვილეში? 2023, 12 სექტემბერი, 17:33 ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული ინფორმაცია არსებობს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სტალინის სიმაღლე 155 სმ–ს არ აღემატებოდა. ხოლო ზოგში, – ნათქვამია, რომ "ერის მამა", თავის საუკეთესო წლებში, 174 სმ იყო... განვიხილოთ სხვადასხვა მოსაზრება და სიმართლის დადგენას შევეცადოთ. პოლიტიკური პუბლიცისტი სერგეი კრემლევი, თავის ნაშრომში – «რუსეთის სახელი: სტალინია» (2008 წ.) წერს, რომ ბელადის სიმაღლე 155 სმ. იყო. სანდოა, თუ არა ინფორმაცია? თავად ავტორი, ამასთან დაკავშირებით წერს, რომ მას ამის შესახებ, არაერთ წყაროში წაუკითხავს. მაგრამ, არ ამბობს, ეს წყაროები ხრუშჩოვამდე პერიოდს ეკუთვნოდა, თუ მას შემდე იყო დაწერილი. შესაბამისად, ნაკლებად სანდოდ უნდა ჩაითვალოს. უფრო სანდოა, ომის დროს გადაღებული ფოტოების ანალიზი და იმ ადამიანების სიმაღლის გათვალისწინება, რომლის გვერდითაც სტალინი იდგა. მაგ., ჩერჩილის სიმაღლე, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 166–176 სმ იყო, – ის სტალინზე ცოტა მაღალი და ტრუმენზე (172–175 სმ) დაბალი იყო. გამოდის, რომ სტალინი, დაახლოებით, 169–172 სმ. უნდა ყოფილიყო.
ფოტო გადაღებულია პოტსდამის კონფერენციაზე, 1945 წლის 23 ივლისს თუმცა, ისევ ფაქტებს მივყვეთ: როგორც ცნობილია, მომავალ ბელადს, მეტად მშფოთვარე ახალგაზრდობის წლები ჰქონდა. ის არაერთხელ იყო დაპატიმრებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მისი სიმაღლის დადგენის შესაძლებლობა, არაერთხელ ჰქონდა. პირველად ეს ბათუმელმა ექიმმა გ. ელიავამ გააკეთა, პოლკოვნიკი შაბელსკის ზედამხედველობით. დადგენილი იყო, რომ ჯუღაშვილის სიმაღლე 2 არშინს და 4, 5 ვერშოკს (არშინის 1/16 ნაწილი), ანუ 162 სმ–ს შეადგენდა. თითქოს, ყველაფერი დაფიქსირებულია... მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ეჭვს გამოთქვამენ. მაგ., იგორ პიხალოვი, თავის ნაშრომში – «როგორ სწამებენ ცილს სტალინს. ფაქტები ბელადზე სიცრუის წინააღმდეგ», მიუთითებს, რომ როდესაც გადასახლებიდან გაქცეულ სტალინზე გამოცხადდა ძებნა, დოკუმენტში ეწერა, რომ გაქცეული პატიმრის სიმაღლე, 38 ვერშოკი, ანუ, 169 სმ. იყო. მსგავსი ინფორმაცია ჰქონდათ ქ. ბაქოს სამართალდამცველებსაც. იგივე ეწერა დოკუმენტებში, როდესაც სტალინი მორიგ გადასახლებაში გაგზავნეს. პეტერბურგის უსაფრთხოების განყოფილებაში დაცული დოკუმენტების მიხედვით კი, რომელიც 1911 წ. არის დათარიღებული, ჯუღაშვილის სიმაღლე 174 სმ. იყო. როგორც ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ბ. სოკოლოვი აცხადებს, გასული საუკუნის დასაწყისში, დამნაშავეების სიმაღლეს ზუსტად არასდროს ზომავდნენ. მათ «თვალით» აფასებდნენ და საბუთებში სიმაღლეს, დაახლოებით, წერდნენ. ისე, როგორც დღეს ამბობენ, ვინმეს დახასიათებისას: «საშუალო სიმაღლე, საშუალო აღნაგობა»... სავარაუდოდ, ასე იყო სტალინთან დაკავშირებითაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე სოკოლოვი სტალინის სიმაღლესთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი სიმაღლე 171 სმ. იყო. ხოლო, ასაკის მატებასთან ერთად, 3 სმ–ით შემცირდა. არხის სხვა სიახლეები:* 3 გამოცანა, რომელშიც ტრადიციული ლოგიკა ვერ დაეხმარებათ (პასუხები აქვს)* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?1200 2-ს მოსწონს
|