სისხლის სამართალი 5 ყველაზე გენიალური ძარცვა, რომლებიც დღემდე გაუხსნელია 2023, 7 სექტემბერი, 15:53
1-ტაკერის ჯვარი-1950-იან წლებში ჯვარი იპოვა მკვლევარმა-გეოგრაფმა ტედ ტაკერმა 1594 წელს ჩაძირულ გემ "სან-პედროზე".გემი კუბიდან ესპანეთში მიემართებოდა და ძლიერ შტორმში მოჰყვა არქიპელაგ ფლორიდა-კისის მახლობლად.
ზურმუხტებით გაწყობილი 22 კარატი ოქროს ჯვარი ტაკერმა სხვა ნაპოვნ საგნებთან ერთად ბერმუდის კუნძულების მუზეუმს მიყიდა. ტაკერი ჯვარს ყველაზე ძვირფასად მიიჩნევდა იმ საგნებს შორის, რაც მას ოდესმე ექსპედიციების დროს აღმოუჩენია. მუზეუმში ჯვარი ორი ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა. 1975 წელს კი მოიპარეს.იგი იაფასიანი ყალბი ჯვრით შეცვალეს. დღემდე არავინ იცის ვინ მოიპარა ჯვარი და შემდგომ რა ბედი ეწია მას.გამოძიება ვარაუდობს, რომ შესაძლოა ქურდმა ჯვარი დაშალა და ნაწილ-ნაწილ გაყიდა. 2-იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმის ძარცვა-1990 წლის 18 მარტს ბოსტონის იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმს მიაკითხა ორმა პოლიციელმა.დაცვას განუცხადეს, რომ მოვიდნენ გამოძახების საფუძველზე. როგორც კი "პოლიციელები" შენობაში მოხვდნენ, გაკოჭეს დაცვის თანამშრომლები, დაამწყვდიეს სარდაფში, თვითონ კი მშვიდად შეუდგნენ მუზეუმიდან ნახატების გატანას.მათ შორის იყო სამი რემბრანტის ნახატი, ორი იან ვერმეერის, ჰოლანდიელი მხატვრის გოვერტ ფლინკის ერთი ნამუშევარი, ედგარ დეგას ხუთი და ედუარდ მანეს ერთი ნახატი.ამასთანავე მძარცველებმა ხელს გააყოლეს ერთი ჩინური ვაზაც. ვინ იყვნენ მძარცველები, სად გაქრა უძვირფასესი ნახატები ან რა ბედი ეწია, დღესაც უცნობია. საქმის გამოძიება ამჟამადაც გრძელდება. 3-ბრილიანტების გატაცება ანტვერპენის ალმასის მსოფლიო ცენტრიდან-ბელგიის ქალაქი ანტვერპენი ალმასის მსოფლიო ცენტრად ითვლება.მიუხედავად იმისა, რომ იგი დაცულია ულტრათანამედროვე სითბური დეტექტორებით, სეისმური სენსორებით და მილიონობით კომბინაციის კლიტეებით, უცნობმა თავზეხელაღებულმა პირებმა, 2003 წლის თებერვალში მაინც მოახერხეს და ცენტრიდან გაიტანეს 100 მილიონი$-ის ღირებულების ძვირფასი ქვები. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა მხოლოდ საქმის მიმცემი ლეონარდო ნოტარბარტოლო, რომელმაც არც თანამზრახველები დაასახელა და არც გატაცებული ალმასების ადგილმდებარეობა.საბოლოდ ნოტარბარტოლო პირობითი სასჯელით იქნა განთავისუფლებული. 4-მეხიკოს ანტროპოლოგიის მუზეუმის ძარცვა-1985 წელს გაძარცვეს მეხიკოს ანტროპოლოგიის ნაციონალური მუზეუმი, საიდანაც გატანილი იქნა 140 ფიგურა-სტატუა.მათი ფასი განუსაზღვრელია, რადგან ფიგურების უმეტესობა ოქროსგან და ნეფრიტისგან იყო დამზადებული. ქურდებმა ძარცვისთვის შობის დღესასწაული აირჩიეს.ამ დროს დაცვა დღესასწაულს აღნიშნავდა და ყურადღება ჰქონდათ მოდუნებული .სიგნალიზაცია კიდევ, უკვე რამდენიმე წელია არ მუშაობდა. მძარცველები ორმეტრიან ღობეზე გადაძვრნენ, ხოლო შენობაში საჰაეროს მეშვეობით მოხვდნენ.იმავე გზით დაბრუნდნენ უკან. სამწუხაროდ უძველესი ექსპონატები, რომელიც ოდესღაც მაიას და აცტეკას ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა უკვალოდ გაქრა. მარტო სტატუა, მაიმუნის გამოსახულებით, რომელიც ობსიდიანით იყო დამზადებული ექსპერტებმა 20 მლნ.$-ად შეაფასეს. 5-ბანკის ძარცვა იაპონურად-1968 წელს იაპონიის ერთ-ერთ ბანკში თითქმის ყოველდღე რეკავდა უცნობი და აუწყებდა, რომ ბანკის შენობაში არის ბომბა.ხელმძღვანელობა უმალ რეაგირებდა და პოლიციას აყენებდა საქმის კურსში. თუმცა განგაში ცრუ იყო. ასე გრძელდებოდა რამდენიმე ხანი. უცნაური ზარების განხორციელებიდან რამდენიმე დღეში ბანკის საინკასაციო მანქანას უნდა განეხორციელებინა მსხვილი თანხის, 300 მლნ. იენის გადატანა. გზად საინკასაციო მანქანა პოლიციამ გააჩერა, მძღოლს და დაცვას აცნობა, რომ ბანკის ხელმძღვანელის სახლში აღმოჩენილია ბომბა, ხოლო შემდეგი მსხვერპლი შესაძლოა მათი დაჯავშნული მანქანა ყოფილიყო. მამაკაცები უმალ გადმოვიდნენ ავტოდან, რადგან მანქანის ქვეშიდან გამომავალი კვამლი და ცეცხლი შეამჩნიეს..ისინი შიშისგან დაფეთებულები სხვადახვა მხარეს მიმოიფანტნენ. "პოლიციელები" კი მანქანაში ჩასხდნენ, გზად კიდევ ერთხელ მოისროლეს ჩვეულებრივი "დიმაუშკა" და 300 მილიონ იენთან ერთად სამუდამოდ აორთქლდნენ. პოლიციამ დღემდე ვერც დამნაშავეებს და ვერც 300 მილიონ იენს მიაკვლია. 444 3-ს მოსწონს
|