x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიდი ქალაქის ერთ-ერთ რაიონს ძაღლის ზომა ვირთხები შეესია
image

ბრიტანული ქალაქ გლაზგოს ერთ-ერთ რაიონში დასუფთავების სამსახურის მუშაკებს აეკრძალათ მუშაობა უზარმაზარი ვირთხების გამო, რომლებიც ამ რაიონის ქუჩებში დარბიან. ამის შესახებ Daily Star იტყობინება.


დიდი მღრღნელები დასახლდნენ სკოტსტონის რაიონში. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, აქ შეგიძლიათ ნახოთ ძაღლების პატარა ჯიშების ბალონკის ან ჩიხუახუას ზომის ინდივიდები. ხელისუფლება ცდილობს მავნებლებთან ბრძოლას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. შედეგად, დასუფთავების სამსახურის და მეეზოვეთა პროფკავშირებმა თავიანთ წევრებს ურჩიეს, არ გაიტანონ ნარჩენები ვირთხებით სავსე ადგილებიდან.


პროფკავშირების ხელმძღანელებმა განაცხადეს, რომ მღრღნელების გარშემო მუშაობა ძალიან საშიშია. „იკბინებიან და ყველგან ცურცლს ტოვებენ. ადრე თუ გვიან ვინმე მძიმედ დაავადდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.



„ჩვენი კავშირის წევრებს მართებულად მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოგვარებაა საჭირო და ერლ სტრიტიდან ურნებს მანამ არ წაიღებენ., სანამ ვირთხების შემოსევეას არ გაუმკლავდებიან>"

image


თავის მხრივ, ვირთხევისგან ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებმა აღშფოთება გამოხატეს პროფკავშირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან ახლა, მღრღნელებთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, მათ ფანჯრების ქვეშ გადავსებული, აქოთებული სანაგვე ურნების ატანა მოუწევთ.


საკრებულოს წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ მავნებლებთან ბრძოლის ამჟამინდელი მეთოდი „ზემოქმედებას მოახდენს“ მღრღნელებზე და პირობა დადო, რომ საბჭო მონიტორინგს გაუწევს მოვლენებს.

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0