x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
ვიკინგებს შორის "ინტ#მური ურთიერთობის" დეტალები

image


სკანდინავიელმა მეზღვაურებმა სამი საუკუნის განმავლობაში მზის ქვეშეთში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს. ტერიტორიები ჭარბად იყო დასახლებული, ამიტომ მათ სხვა არაფერი რჩებოდათ, გარდა იმისა, რომ ევროპას შესეოდნენ, ევაჭრათ ან ხმელთაშუა ზღვაში ხელი მეკობრეობისთვის მიეყოთ. სკანდინავიელებს, რომლებიც მე-8-მე-11 საუკუნეებში ცხოვრობდნენ, ვიკინგებს ვუწოდებთ, რომლებსაც მკაცრი გარეგნობითა და შეუპოვარი ხასიათის მქონე ბრუტალურ მამაკაცებად წარმოვიდგენთ. მათი გარეგნობა თითქოს ამბობს - ვერავინ გაბედავს ჩემთან შეწინააღმდეგებას, მით უფრო, ქალი!


image


მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა, ფაქტობრივად, ვიკინგების ტომებში ცხოვრება ისე იყო მოწყობილი, რომ ქალს იქ თითქმის დომინანტური როლი ეკავა. ვიკინგებს საინტერესო მიდგომა ჰქონდათ გოგოებისა და ბიჭების აღზრდაში. ადრეული ბავშვობიდან მათ უყვებოდნენ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და ასევე იმაზე თუ როგორ იქმნებოდა ნამდვილი ოჯახი. ბავშვებს პატარაობიდნავე ესმოდათ, რომ ეს მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ იყო. მათ მცირე ასაკიდანვე ასწავლიდნენ რომ ურთიერთობაში მთავარი რომანტიული გრძნობები, სიყვარული და საყვარელი ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭება იყო.


image


ყურადღების ნიშნები, რომლითაც საპირისპირო სქესის მიმართ სიმპათიის გამოხატვა იყო მიღებული, ახლა სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა მაშინ ისინი მორცხვ ბიჭებსა და გოგონებს საერთო ენის გამონახვასა და ლირიკული ურთიერთობის აწყობაში ეხმარებოდა. გოგონას ბიჭისადმი თავისი უპირატესობის გამოხატვა მისთვის პერანგის შეკერვით ან თმის დავარცხნის შეთავაზებით შეეძლო. ბიჭებს უფრო არატრადიციული მეთოდები ჰქონდათ. სიმპათიის ობიექტს ასეთ არშიყობაზე თანხმობით ან უარით უნდა ეპასუხა.


image


ქორწინებაში მყოფ ქალს ისეთი უფლებები ჰქონდა, რაც ჩვენს დროშიც კი ბევრისთვის მიუღწეველია, გარდა იმ პატივისცემისა, რომლითაც ის იყო გარშემორტყმული, მის მხარეზე იყო კანონიც, ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში მთელი ქონება მას მემკვიდრეობით გადაეცემოდა, ხოლო განქორწინება სკანდინავიელ გოგონას საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლო. განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დაუკმაყოფილებლობა ყოფილიყო, თუ ქმარი საკუთარ მეორე ნახევარს სრულ სიამოვნებას არ ანიჭებდა ცოლს შეეძლო აბსოლუტურად მშვიდად მოეთხოვა მისგან განქორწინება. ქორწინების გაუქმების პროცედურა სამეტაპიანი იყო, და კაცისთვის იმაზე მეტი სირცხვილი არ არსებობდა ვიდრე მისი მხილება "შეუმდგარობაში". ქალებს კიდევ ერთი დაცვა ჰქონდა, და საკმაოდ სამართლიანიც, თუ მამაკაცი აიძულებდა მას ინტიმურ ურთიერთობას თანხმობის გარეშე, მაშინ სახალხო კრება გადაწყვეტილებას იღებდა, რომლის თანახმადაც ის მაინც უმანკო რჩებოდა.


image


სკანდინავიელი ქალები მკაფიოდ გამოხატავდნენ თავიანთ სიმპათიებს და უპირატესობას საშუალო და ასაკოვან მამაკაცებს ანიჭებდნენ. ჩვენი სტანდარტებით, მათთვის მოხუცის დაძახება რთული იყო, ვინაიდან იმ დროს ცხოვრების საშუალო პერიოდი 35-45 წელს შეადგენდა, მაგრამ იმდროინდელი სტანდარტებით 45 წლის მამაკაცი უკვე მოხუცად ითვლებოდა. გოგონებს სჯეროდათ, რომ შუახნის ვიკინგები უკვე საკმაოდ გამოცდილი და გაწაფულები იყვნენ. ასეთი ქმრის მფარველობის ქვეშ, ქალი თავს თავდაჯერებულად გრძნობდა, და სრულად აკმაყოფილებდა თავის შინაგან სურვილებს.


image


გოგონები ნორჩ სკანდინავიელებს მწვანე ფოთლებიან ხეს ადარებდნენ, რომლებიც ძალებს ეს-ეს იყო იკრებდნენ, ხოლო შუახნის კაცს - ნაყოფისმომცემ ხეს, რომელიც სავსე იყო სასიცოცხლო წვენითა და ენერგიით. შესაძლოა, ერთის მხრივ, გამბედაობა, გამძლეობა, სიმამაცე, ხოლო მეორეს მხრივ კი რომანტიზმი და ქალისადმი სიყვარული იქცა მათი ტომების ხანგრძლივი სამასწლიანი არსებობის საფუძველი.










0
1129
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1129