სისხლის სამართალი მაღაზია "ოკეანე" და ხიზილალა "კილკის" კონსერვებში-ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული აფერა საბჭოთა კავშირის ისტორიაში 18 სექტემბერი, 14:16 ![]() ზოგჯერ ხდებოდა ასეთი მაქინაციებიც, რა დროსაც თევზის მთელი პარტიას ჩამოწერდნენ სხვადასხვა მიზეზით, სინამდვილეში კი თაღლითები ყიდდნენ საკუთრივ გაჭრილი არხებით. ხშირად "ოკეანის" მაღაზიებში გაყინულ თევზს წყლით ჟღინთავდნენ და ხელახლა ყინავდნენ - რა დროსაც ზღვის პროდუქტი მატულობდა წონაში და შესაბამისად ფასშიც. მაგრამ ყველაზე მომგებიანი აფერა გახდა შავი ხიზილალის კონტრაბანდა: დელიკატესს დებდნენ ჭიჭყინას და ქაშაყის კონსერვებში, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთ გაჰქონდათ, ან რესტორნებში შეჰქონდათ. თითქოს ხიზილიალას მაფია საათივით იყო აწყობილი, მაგრამ ერთხელაც თაღლითები დაიწვნენ: ერთ-ერთი ასეთი კონსერვი "სიურპრიზი" მოსკოვის საცალო ქსელის მაღაზიის დახლზე შემთხვევით აღმოჩნდა - და ის იყიდა დიდი სამამულო ომის ვეტერანმა. ![]() დაიწყო გამოძიება, მალე სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ "ოკეანის"-ის გენერალურმა დირექტორმა ეფიმ ფელდმანმა და ერთ-ერთი მაღაზიის დირექტორმა, ვლადიმერ ფიშმანმა, ჩეხოსლოვაკიაში ყოფნისას, თაღლითობით მიღებული ფულით საქონელი და ვალუტა შეიძინეს, რომელიც შემდეგ ფარულად გადააგზავნეს გერმანიაში. . ორივე თაღლითი 1978 წელს დააკავეს და მალე მათი თანამზრახველებიც ციხეში ჩააყუდეს. "ერთი ქილა წითელი ხიზილალა ღირდა 5 მანეთი, ხოლო რესტორანში 20 მანეთი, თუ ხიზილალას 32 კაპიკიან "კილკის"(ჭიჭყინა) ღირებულ კონსერვში ჩადებდით, წარმოგიდგენიათ რამხელა მოგება მოჰქონდა."-იხსენებს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ვლადიმერ კალინიჩენკო. ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ470 2-ს მოსწონს
|