x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"არ შემხვედრია არც ერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, არასერიოზულად აღიქვამენ და დასცინიან" – გიორგი გაბუნია
image

.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი გაბუნიამ ოპოზიციის მისამართით მწვავე განცხადებები კიდევ გააკეთა. მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ მთავარი არხი არ არის ნაციონალური მოძღაობის ტელევიზია. მისი თქმით, ეკრანზე, როგორც ტელეწამყვანი სწორედ იმიტომ არ ბრუნდება, რომ არ მოსწონს ოპოზიციის საქმიანობა და თუ დაბრუნდება, მისი გადაცემები მწვავე იქნება სწორედ ნაცმოძრაობის მისამართით.

.


“პირდაპირ ვამბობ, არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილის მოსწონს – განაცხადა “მთავარი არხი”-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ დღეს, გადაცემაში “შენი შუადღე”.


“პირდაპირ ვამბობ, არავინ არ აპირებს ხმის მიცემას, კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია ხაბეიშვილის მიმართ.

.

მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ის ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან. ხაბეიშვილი რაღაცას თუ გააკეთებს, “WOW- ვაუ” რაღაც სჭირდება, როდესაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში “ქურქუმალ ვაითს” აღარ დაინახავ და აღარ მიაქცევ ყურადღებას, რომ “ლ”-ებით ლაპარაკობს და ა.შ.

.

ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოს პატივისცემა და ხმები მოიპოვოს ადამიანების. ძალიან დიდი პრობლემა ექნება, არ ვიცი, თავს თუ იტყუებენ და გარდა ამისა, ორივე მხარე (მელია-ხაბეიშვილი) პარაზიტირებს მიშას თემით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

.

“ამ ადამიანებს (მთავარი არხის და ძველი “რუსთავი2″-ის ჟურნალისტებს) გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რაღაცნაირად, რეფლექსებად გაქვს ქცეული ეს ყველაფერი, რომ შენ საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა”- განაცხადა “მთავარი არხი”-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ დღეს, გადაცემაში “შენი შუადღე”, როდესაც არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ამ ტელევიზიის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებიც ძველ “რუსთავი2”-ში მუშაობდნენ, არ იყვნენ თავისუფლები და ჰქონდათ “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი, რაც მისივე თქმით, ასეც იყო.

.

“სამწუხაროდ, “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ხოლო ახლა, რაც შემიძლია დიდი სიხარულით და სიამაყით ვთქვა, “რუსთავი2”-იდან მოყოლებული ეს არ მომხდარა, რომ “ნაცების ტელევიზია” აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

1
193
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
193
  
2023, 4 სექტემბერი, 17:00
საიტზე გამაფრთხილეს გინება არ შეიძლებაო, არ შეიძლება ნუ შეიძლება, გაბუნია, მელია, ხაბეიშვილი, ამისთანა ტიპებზე რამე ხომ უნდა თქვა, ეს ხომ შეიძლება: თქვენი კუბო დავდგი, დაგაყარეთ შავი მიწა, არ გაგითენდათ ხვალინდელი დღე, თქვენი ქოქი გაწყდა.
0 1 1