x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მორიგი ვანდალიზმი საინგილოში, ქრისტიანულ ტაძარში, მოძმე აზერბაიჯანისგან
image

.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში შემავალ ქურმუხის ტაძარში ვანდალური ფაქტები კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. 2017 წლის მსგავსად, ამჯერადაც ისტორიულ საინგილოში მდებარე ქრისტიანულ ტაძარში აზერბაიჯანელმა მომღერლებმა ამბიონზე მუსიკალური კლიპები გადაიღეს, სადაც ქართული ცეკვა-სიმღერებია გაშარჟებული, რომელიც ტაძარში გადაღებული. ასეთი ფაქტები წლების წინაც სწორედ ქართულმა მედიამ აღმოაჩინა და გაახმაურა
მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება 1 აგვისტოს გაავრცელა.

.
`ინტერნეტში გავრცელდა მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომლის კადრებიც გადაღებულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, კახის რაიონში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კადრებში ჩანს, რომ აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე „ასრულებს“ გარკვეულ კომპოზიციას. ფაქტმა გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით შემსრულებელმა კომპოზიცია წაშალა და თქვა, რომ ეს ვიდეო ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატად გადაიღო, სხვა მიზანი არ ამოძრავებდა და შეცდომას გამოასწორებდა. თუმცა, კლიპის ამონარიდები ამ დრომდე კვლავ იძებნება.
სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰერეთში მდებარე ქართულ სიწმინდეს - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან და იყენებენ ცალკეული ვითომ კულტურულ-სახელოვნებო კამპანიისათვის.


.
საქართველოს საპატრიარქოს ყველა მსგავსი შემთხვევებისადმი გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება და წუხილი. ამჯერადაც გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ამ ფაქტის გამო. ქურმუხის ტაძარი უდიდესი მნიშვნელობის სალოცავია. ეს სიწმინდე აღიარებულია არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმთა მიერაც. მას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარი და დიდად საწყენია, რომ შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში.

.


მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, მის აღმატებულებას, შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული შემთხვევების სამომავლოდ აღმოსაფხვრელად.

.
იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მსგავსი უპატივცემულო შემთხვევების დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება და შესაბამისი ორგანოებისა და პირების მხრიდან სათანადო რეაგირების შედეგად პასუხგაუცემელი არ დარჩება.
მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისათვის დანიშნულების აღდგენა. ამიტომ მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შესაბამის წარმომადგენლებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და მუდმივად ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომელიც იწვევს დაძაბულობას, საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და რელიგიური გრძნობების შელახვას. - ნათქვამია განცხადებაში.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0