x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უცნაური აკრძალვები სკოლებში
მსოფლიო დიდია და ქვეყნებში ტრადიციები განსხვავებულია. სასკოლო წესები მთელ მსოფლიოში სხვადასხვაა. მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება - ჩვენ ვისაუბრეთ მათგან ოთხ ყველაზე აბსურდულზე.



1. იაპონიაში არავითარი ხვეული თმა


იაპონიის სკოლების დაახლოებით ნახევარში გოგონებს ეკრძალებათ ხვეული თმით სიარული.აუცილებელია სწორია შავი თმა. თუ თმა არ შეესაბამება სტანდარტებს, მაშინ მოწაფემ უნდა დაამტკიცოს, რომ თმა აც შეღებილია და არც დახვეული, ბუნებრივად ასეთია. ამისათვის თქვენ უნდა წარადგინოს „ნატურალური თმის სერთიფიკატი“, ხელმოწერილი მშობლების მიერ და ბავშვობის დროინდელი ფოტოები.

image








2. სამხრეთ კორეის სკოლებში ფერადი საცვლების ჩაცმა აკრძალულია


დავიწყოთ სამხრეთ კორეით – ჩვენთვის გაუგებარი კულტურის მქონე ქვეყნით. ჩვენში როგორი გავრცელებულია შავი ფერი არა? შავი ქურთუკი, შარვალი ან ქვედაკაბა. მაგრამ მსოფლიოს ამ კუთხეში შავი აკრძალულია სკოლებში.


ფორმაზე დებულებები ნათლადაა ჩამოყალიბებული ... ბიუსტჰალტერი და ქვედა საცვალი უნდა იყოს მხოლოდ თეთრი, არავითარი მაქმანები ან სხვა სახის რაიმე „დეკორაცია“ და მხოლოდ ჩვეულებრივი ქსოვილისგან. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღემდე „სკოლის ფორმას“ მოსწავლეებს უმოწმებენ მამაკაცი მასწავლებლები. დიდი ხანია ცდილობენ გააუქმონ ეს წესი, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ...

image


3. საფრანგეთის სასკოლო ბუფეტებში აკრძალულია კეტჩუპი


ფრანგული სამზარეულო ცნობილია მთელ მსოფლიოში. თუმცა, მათ მიაჩნიათ რომ ადგილობრივ დაწყებით სკოლებში კეტჩუპი უნდა აიკრძალოს. ერთადერთი გამონაკლისია, იმ შემთხვევაში თუ როდესაც მოსწავლეებისათვის იმ დღეს ლანჩზე არის კარტოფილი ფრი . ფრანგები თვლიან, რომ სკოლის მოსწავლეები ბოროტად იყენებენ კეტჩუპის სოუსებს და ამიტომ ცდილობენ შეზღუდონ ბავშვები კეტჩუპისგან მაქსიმალურად.

image

4. წითელი მელნის და საუკეთესო მეგობრების აკრძალვა დიდ ბრიტანეთში


გაერთიანებული სამეფოს ზოგიერთმა სკოლამ მასწავლებლებს აუკრძალა წითელი მელნის გამოყენება მოსწავლეთა შეცდომების ხაზგასასმელად. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ფერი აგრესიულად და ნეგატიურად ითვლება და შეიძლება ცუდად აისახოს ბავშვის ფსიქიკაზე და თვითშეფასებაზე. ამიტომ, მასწავლებლები ახლა იყენებენ ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა შავი, მუქი ლურჯი და ისამნისფერი.

image

გარდა ამისა, ინგლისურ სკოლებში აკრძალულია საუკეთესო მეგობრებად დაყოფა. მართალია, ეს ყველგან არ მუშაობს, მაგრამ ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება დარწმუნებულია, რომ სოციალური წრე დიდი უნდა იყოს და ნებისმიერი დაყოფა „წყვილებად“ ზიანს აყენებს სოციალურ ადაპტაციას. საინტერესოა, რომ ამ წესს უპირობოდ უჭერს მხარს მშობლების უმეტესობა.

0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0