საქართველო
"თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ? გაა***ით“ - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 4 სექტემბერი, 8:51
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ოპოზიონერ დეპუტატებს მიმართავს, ვინც "ევროპული საქართველოს" თავჯდომარეს, გიგა ბოკერიას 2 წლის წინ, პოლიტიკიდან წასვლას ურჩევდა:
"ჩვენს ბაბლში არიან მოღვაწენი, რომლებიც 2 წლის წინ, გიგა ბოკერიას საჭიროებას პოლიტიკაში ამოწურულად თვლიდნენ და სახლში წადიო უკიჟინებდნენ.
გიგამ და ჩვენ, ვისთვისაც გიგას როლი ამოწურული არ არის, ამ ადამიანების აზრი (“ჯანსაღი რჩევა”) არ გავითვალისწინეთ, ანგარებით ნაკარნახევად ჩავთვალეთ, ანგარებიან ხალხთან სანიტარული კორდონი ავაგეთ და იმ გზას ვაგრძელებთ, რა გზაც, ჩვენი რწმენით, მიზნამდე მიგვიყვანს.
ახლა, ეს ადამიანები, რომლებიც ორი წლის წინ თვლიდნენ რომ გიგასი და მისი თანამოაზრეების ადგილი პოლიტიკაში აღარ არის, დღეს გვაშანტაჟებენ - რომ ექსლუზივისტები ვართ, არ ვიკარებთ “თანამოაზრეებს” და ხმას არ მოგვცემენ.
ბიჭებო თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ? ჩათვალეთ, რომ დაგიჯერეთ და წასულები ვართ ამ საქმიდან. ჩათვალეთ, რომ ჩვენს ადგილას ზღვაა. აი ჩვენ როგორ არარაობებადაც გთვლით, ისეთებად ჩაგვთვალეთ და გაა***ით. ხომ გინდოდათ, რომ გავწეულიყავით? ახლა რა არ გასვენებთ?" - წერს "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.