x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აბსოლუტურად ყველამ იცის, სხვა ვერსია უბრალოდ არ არსებობს"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიერ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სოციალურ ქსელში ემხაურება და სახელისუფლებო გუნდის მიერ პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯას მხოლოდ პუტინისთვის საჩვენელ აქტად განიხილავს:


"ყველამ დედამიწის ზურგზე, აბსოლუტურად ყველამ, იცის რისთვის წამოიწყო ქოცმა იმპიჩმენტის პროცედურა. ყველამ იცის, რომ იმპიჩმენტი რეალურად ვერ შედგება. ერთადერთი ამოცანაა პუტინს უთხრან, რომ თვითონ კი არ უნდათ ევროპული კურსი, პრეზიდენტმა აიჩემა და “ვიღაც ნაციკებმა“ აქ, და თვითონ როგორც შეუძლიათ ისე ებრძვიან ამ “თავხედებს“.

სხვა ვერსია უბრალოდ არ არსებობს, არარეალურია. პუტინისადმი ამ დონეზე დაქვემდებარებულ–დამონებული ხელისუფლებით ნეტა რისი იმედი გვაქვს და რაზე გვაქვს საერთოდ პრეტენზია." - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში მაინც ჩავიდა, გერმანიის დედაქალაქში ჩასვლის კადრები პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, რის შემდეგაც უკვე ბრიუსელში გაემგზავრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შესახვედრად.


30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.


"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.





0
113
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
113