x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სტალინის ქალიშვილი - რისი პატიება ვერ შეძლო ბოლომდე მამისთვის სვეტლანა ალილუევამ
image


2011 წლის 22 ნოემბერს, აშშ-ის ვისკონსინის შტატში იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა (ლანა პეტერსი) გარდაიცვალა. 1963 წელს მან დაწერა მემუარების წიგნი "ოცი წერილი მეგობარს", თუმცა მისი გამოქვეყნება მხოლოდ აშშ-ში გამგაზავრების შემდეგ 1967 წელს მოახერხა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით სტალინის ხასიათში არსებულ იმ თვისებებზე, რის გამოც სვეტლანა იოსიფოვნა მამას გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგაც ადანაშაულებდა.



image



"მამის ჩრდილქვეშ" გაზრდილი სვეტლანა ალილუევა თავისი მოგონებებით, სადაც ის მამამისს და კრემლის ცხოვრებას აღწერს, თითქოს ვინმე მეგობარს, ადამიანის კრებსით სახეს მიმართავს, რომელსაც შეუძლია მას მოუსმინოს და გაუგოს.


image


წიგნში ქალის წყენის რამდენიმე მიმართულებაც არის მიმოხილული მისი დიდი ხნის გარდაცვლილი მშობლის მიმართ. ალილუევა მთელ წიგნის განმავლობაში არაერთხელ ახსენებს ლავრენტი ბერიას (სტალინის სიცოცხლეში - სახელმწიფო უშიშროების კომისარი და ლიდერთან დაახლოებული პირი) და ყველგან დაუფარავი სიძულვილითა და ზიზღით. ის ღიად უწოდებს მას შეშლილს და წუხს, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მამამის ჭკუით აჯობა და წააქეზა ის.


image


-ბევრ რამეში მამა და ბერია ერთად არიან დამნაშავეები. მე არ გადავიტან ბრალს ერთიდან მეორეზე. ისინი, სამწუხაროდ, სულიერად განუყოფელნი გახდნენ, მაგრამ ამ საშინელი ბოროტი დემონის გავლენა მამაზე ძალიან ძლიერი და ეფექტური იყო. ამავდროულად, როგორც სვეტლანა წერს, დედას ბერია ყოველთვის სძულდა და ხშირად სტალინს სცენებსაც კი უწყობდა, რომ მისი ნდობა არ ჰქონოდა, თუმცა უშედეგოდ.


image


- ამ კაცის ზიზღით და მის მიმართ გაურკვეველი შიშით მე და ჩემი ახლობლები ერთსულოვანი ვიყავით. დედა დიდი ხნის წინ, როგორც თავად მამამ მითხრა, "სცენებს აწყობდა, რომ ამ ადამიანის ფეხი ჩვენს სახლში არ ყოფილიყო". წლების შემდეგ, როდესაც სვეტლანა უკვე გაიზარდა, სტალინმა განმარტა:


"მე ვეკითხებოდი მას: "რაშია საქმე, ფაქტები მოიყვანე! შენ მე ვერ მარწმუნებ, მე ფაქტებს ვერ ვხედავ!" ის კი მხოლოდ ყვიროდა: "მე არ ვიცი რა ფაქტები გჭირდება, მე ხომ ვხედავ, რომ ის ნაძირალაა! მე არ დავჯდები მასთან ერთ მაგიდასთან!" "მაშინ - მოშორდი აქედან! ეს ჩემი ამხანაგია, ის კარგი ჩეკისტია, საქართველოში დაგვეხმარა მეგრელების აჯანყების განჭვრეტაში, მე მისი მჯერა. ფაქტები, ფაქტები მჭირდება!".
იოსებ სტალინი





ზედმეტი მოფერება



image


მამა სვეტლანას მიმართ პატარაობისას დიდ სინაზეს ავლენდა. ის მას ანებივრებდა და ბავშვობაში არასდროს სცემდა. ერთხელ, როცა დედამ სვეტა მაკრატლით ახალი სუფრის დაჭრისთვის სასტიკად დასაჯა და სულ ხელებში ურტყა, მამამ გოგონა დაიცვა.


- ღმერთო ჩემო, რა მტკივნეულად მცემდა დედა ხელებში! ისე ვტიროდი, რომ მამა მოვიდა, ხელში ამიყვანა, მაკოცა და როგორღაც დამამშვიდა... რამდენჯერმე მან მდოგვის საფენისგანაც კი გადამარჩინა - ის ვერ იტანდა ბავშვების ტირილსა და კივილს. დედა უმოწყალო იყო და მამა რომ მანებივრებდა ამაზე ბრაზრდებოდა", - წერდა სვეტლანა ალილუევა.


image


გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მამის გადაჭარბებული სიყვარულის გამო, დედა მასთან ცივი ამ მიზეზის გამო იყო. დედობრივი სითბო და სიყვარული 6 წლის ასაკში ობლად დარჩენილ გოგონას (1932 წელს სტალინის მეუღლემ, ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა) ძალიან აკლდა.


image


"მამა ჩვენ არ გვზღუდავდა (თუმცა, ის ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო ვასილის (სვეტლანას ძმის) მიმართ), გვათამამებდა, ჩემთან თამაში უყვარდა - მე ვიყავი მისი გასართობი და დასვენება. დედას კი უფრო მეტად ვასილი ებრალებოდა, ჩემ მიმართ კი მკაცრი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მე ის მაინც უფრო მეტად მიყვარდა...".
სვეტლანა ალილუევა.


სვეტლანას თქმით, ერთის მხრივ, კარგიც კი იყო დედის იმქვეყნად ასე ადრე წასვლა, რათა ის იმ მოახლოებულ პრეპრესიებს ვერ გაუძლებდა, რაც მის ოჯახსა და გარემოცვას ელოდა.


- "ხშირად ვფიქრობ: რა ბედი ელოდა მას, რომ არ მომკვდარიყო? ალბათ, არაფერი კარგი. ადრე თუ გვიან ის მამის მოწინააღმდეგეებს შორის აღმოჩნდებოდა. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ის გაჩუმდებოდა, როცა დაინახავდა, როგორ იღუპებოდნენ მისი საუკეთესო მეგობრები, ნ.ი. ბუხარინი, ა.ს. ენუქიძე, რედენსი, ორივე სვანიძე - ამას ის ვერასდროს გადაიტანდა. იქნებ ბედმა მას სიკვდილი აჩუქა, და კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან გადაარჩინა? ის ხომ ვერ შეძლებდა ყველა იმ უბედურების თავიდან აცილებას", - წერდა სტალინის ქალიშვილი.




რეპრესიები პირველი შეყვარებულის წინააღმდეგ


image


1942 წელს 16 წლის სვეტლანას 39 წლის "ვგიკი"-ს ლექტორი (ხოლო ომის წლებში, ომის კორესპონდენტი) ალექსეი კაპლერი უყვარდება. მათი იშვიათი, თუმცა ხანმოკლე შეხვედრები, კინოში სიარული და ფარული ალერსი კარგად არ დასრულებულა. პირველი სიყვარულის შესახებ საუბრისას, სვეტლანა წერს, რომ იმ ზამთარს გაიცნო მამაკაცი, "ვის გამოც მისი ურთიერთობა მამასთან სამუდამოდ გაფუჭდა".


image


მათ ერთმანეთი სვეტლანას ძმამ ვასილიმ გააცნო, რომელმაც კაპლერი მათ აგარაკზე მიიყვანა. კაპლერსა და ლიდერის ახალგაზრდა ქალიშვილს შორის ურთიერთობა რომანტიკულად განვითარდა. ომის კორესპონდენტად სტალინგრადში წასვლის შემდეგ, ალექსეი საყვარელი ადამიანისადმი წერილების სახით "პრავდაში" თავის რეპორტაჟებს აქვეყნებდა, სადაც ის ფრონტზე მომხდარ ყველა მოვლენას აღწერდა. იმ დროისთვის სტალინმა უკვე იცოდა მისი ქალიშვილის რომანის შესახებ. 1943 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც კაპლერი სტალინგრადიდან დაბრუნდა, წყვილი ერთმანეთს შეხვდა, მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იქნებოდა, თუმცა ახალგაზრდამ სტალინის რისხვას თავი ვერ აარიდა - კაპლერი დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის გაასამართლეს და ვორკუტაში 5 წლით გაგზავნეს. სტალინი ქალიშვილთან დაკავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდა, კაპლერის წერილები აიღო, უყვირა და სახეში გაარტყა. ამ შეხვედრაზე სვეტლანა წერდა:



image


- "იმ დღიდან მოყოლებული მე და მამა ერთმანეთისთვის დიდი ხნით უცხოები გავხდით. ჩვენ ერთმანეთს რამდენიმე თვე არ ველაპარაკებოდით. მხოლოდ ზაფხულში შევხვდით ერთმანეთს, თუმცა ჩვენ შორის ურთიერთობა უწინდელი აღასდროს ყოფილა. მე აღარ ვიყავი მისთვის ის საყვარელი ქალიშვილი, როგორც მანამდე, 1948 წელს გათავისუფლებული კაპლერი, აკრძალვის მიუხედავად, მოსკოვში მაინც ჩავიდა, რისთვისაც ის კვლავ დააპატიმრეს და შორეულ ჩრდილოეთში მაღაროში სამუშაოდ გაგზავნეს. ის მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953-1954 წლებში რეაბილიტირდა.





ნათესავებზე უარის თქმა


image


იმ ადამიანებიდან, ვინც ჯუღაშვილ-ალილუევას ოჯახს გარს ერტყა 1953 წლისთვის არარეპრესირებული მხოლოდ რამდენიმე იყო დარჩენილი. 1948 წლის ბოლო დაპატიმრებების მორიგი ტალღის შემდეგ, სხვებთან ერთად ციხეში სვეტლანას დეიდები, დედის ძმა და ქვრივიც აღმოჩნდა, მაშინ სტალინი მთელი სამყაროს წინააღმდეგ უკიდურესად გამწარებული იყო, წერს სვეტლანა. ქალიშვილის კითხვაზე, რა იყო მათი ბრალი სტალინმა უპასუხა: "ბევრს ლაპარაკობდნენ და ბევრი იცოდნენ, ეს კი მტრებს ხელს აძლევდათ....". სტალინმა სხვადასხვა წლებში ყველაფერი მშობლიური უარყო: მშობლიური საქართველო, ნათესავები და პირველი ქორწინებიდან შეძენილი ვაჟი - იაკობიც კი.


image


ამ უკანასკნელს კი სვეტლანა განსაკუთრებული სინაზით და პატივისცემით იხსენებდა. ის აღწერს მას, როგორც მოკრძალებულ ადამიანს, რომელსაც სძულდა იმის ხსენება, თუ ვისი შვილი იყო, სვეტლანას თქმით, იაკობი მამის პრივილეგიებით არასოდეს სარგებლობდა, თუმცა ის მამას იმის გამო არ უყვარდა, რომ ის ტყვედ ჩავარდა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც.



image


მიხეილ ჭიაურელს, რომელიც "ბერლინის დაცემის" გადასაღებად ემზადებოდა, სურდა ფილმში იაკობ ჯუღაშვილის, როგორც ომის გმირის იმიჯის ჩართვა, თუმცა სტალინმა კატეგორიული უარი განაცხადა, - მას უბრალოდ არ სურდა ახლობლების გამოფენა, რადგან ხსოვნის ღირსად არავის თვლიდა, მადლიერების გრძნობას კი იაშა ნამდვილად იმსახურებდა, განა ჩვენს დროში პატიოსანი, წესიერი ადამიანი გმირობა არ არის? - წერდა სვეტლანა.



image





იდეალური რევოლუციონერის იმიჯის განადგურება


image


ნადეჟდა ალილუევა, წერს მისი ქალიშვილი იყო "ახალი ადამიანი, რომელსაც წმინდად სჯეროდა თავისი ახალი იდეალების, რომელიც რევოლუციამ გაათავისუფლა მეშჩანობისგან და ყველა წარსული მანკიერებისგან". ამავდროულად, სვეტლანა თვლიდა, რომ მამამისმა დიდი ხნის წინ გადაუხვია განზრახულ გზას, რითიც მეუღლეს იმედი მწარედ გაუცრუა.


image


- ახალი ადამიანის ყველა უმაღლესს იდეალს შორის მას მამა მიაჩნდა. ასეთი იყო ის ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე გოგონას თვალში - ციმბირიდან ახლად დაბრუნებული "ულმობელი რევოლუციონერი". ასეთად რჩებოდა ის დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ არა ყოველთვის, - წერს სვეტლანა. მისი აზრით, როდესაც დედამ გააცნობიერა, რომ მამა არ იყო ის "ახალი" ადამიანი, როგორიც მას ახალგაზრდობაში ეჩვენებოდა, მან "საშინელი, დამანგრეველი იმედგაცრუება" განიცადა, რამაც საბოლოოდ, ის თვითმკვლელობამდეც მიიყვანა. სვეტლანა დედაზე აღტაცებით, სინაზითა და სიბრალულით წერდა:


image


- რაღაცნაირი გულუბრყვილობა, სისუფთავე იგრძნობა ამ წერილებში, ხომ მაინც ბავშვი იყო ჯერ - და უცებ ასეთი ხვედრი ერგო წილად, სრულიად საკმარისი იქნებოდა მხოლოდ რევოლუცია სამოქალაქო ომით და განადგურებით... მაგრამ არა, ბავშვს მხრებზე ასევე ლოდივით დააწვა გადასახლებიდან დაბრუნებული, 22 წლით უფროსი რევოლუციონერის სიყვარული, რომლის გვერდით ყოფნაც ამხანაგებისთვისაც კი ადვილი არ იყო, და ის მიყვებოდა მას გვერდით, როგორც პატარა ნავი, რომელიც მიბმული იყო უზარმაზარ ოკეანეში მიმავალ ორთქლმავალზე - ასე ვხედავ ამ წყვილს ერთმანეთის გვერდიგვერდ მიმავალს გამძვინვარებულ ოკეანეში.



















0
110
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
110