x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ შეუკვეთა ბრეჟნევის ქალიშვილმა ცნობილი კრიმინალის მკვლელობა, რომელიც ქართველმა ძალოვნებმა „ვირტუოზული სისასტიკით“ შეასრულეს-კრიმინალური არქივიდან
image

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ვერაგული სპეცოპერაცია


1982 წელს ზესტაფონიდან რამდენიმე კილომეტრში ჩასაფრებულმა მილიციის სპეციალურმა ჯგუფმა პისტოლეტებიდან და ავტომატებიდან შავი ფერის „ვოლგას“ უწყვეტი ცეცხლი გაუხსნა. ისროდა, დაახლოებით, ოცი ძალოვანი. სამიზნე კი ავტომობილის საბარგული იყო. სროლა, დაახლოებით, 2 წუთს გრძელდებოდა. ხოლო, როდესაც შეწყდა და საბარგული ახადეს, იქ დაცხრილული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინეს, ორი ცალი „პარაბელიუმის“ სისტემის პისტოლეტით ხელში, საიდანაც ერთი ტყვიის გასროლაც კი ვერ მოესწრო. გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ დაცხრილულს 100-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მორტყმული. მოკლული ახალგაზრდა ცნობილი მოლდაველი ბოროტმოქმედი „ტოლიკ კიშინოვსკი“ აღმოჩნდა. სპეცოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა და მასში რამდენიმე მაღალჩინოსანი პირადად მონაწილეობდა. როდესაც „ვოლგა“ შემთხვევის ადგილს მიუახლოვდა, მძღოლმა მანქანა გააჩერა (ვითომ ძრავა ჩაუქრა), გადმოვიდა და ბუჩქებისკენ უკანმოუხედავად გაიქცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სროლა. მძღოლმა წინასწარ იცოდა, მოსალოდნელი სპეცოპერაციის შესახებ და აღნიშნულ ადგილზე „ვოლგა“ წინასწარი შეთანხმებით გააჩერა. ამ მძღოლს, რომელიც „შავი სამყაროს“ წევრი იყო, ასეთი ქმედება ორმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაავალა. კრიმინალურ ავტორიტეტებს კი ასეთი რამ მილიციის მაღალჩინოსნებმა დაავალეს. „ტოლიკ კიშინოვსკი“ ძებნაში იმყოფებოდა. ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ქურდი და მძარცველი იყო („ნალიოტჩიკი“). სხვადასხვა დროს გაძარცული ჰყავდა მწერალ ალექსეი ტოლსტოის ქვრივი და გაქურდული ჰქონდა ცნობილი მომთვინიერებლის, ირინა ბუგრიმოვას ბინა. ორივე სახლიდან მას ბრილიანტების სამკაულების უნიკალური კოლექცია ჰქონდა წაღებული. საბჭოეთში უფრო მძიმე დანაშაულებებიც ხდებოდა. ცნობილ ბოროტმოქმედებსაც უსაფრთდებოდნენ, მაგრამ ასეთი სისასტიკით არავის კლავდნენ. აშკარა იყო, რომ „კიშინოვსკის“ მკვლელობა „ზემოდან“ იყო შეკვეთილი და კვალის დაფარვას ემსახურებოდა. მაგრამ იმ პერიოდში რა იყო ეს „კვალი“, მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდნენ. ამგვარად, ეს ვერაგული სპეცოპერაცია ქართველმა ძალოვნებმა „ვირტუოზული სისასტიკით“ შეასრულეს.



თითქმის სრული სიმართლე


„კიშინოვსკის“ მკვლელობამ უბრალო ხალხში არაერთი ჭორი გამოიწვია. ზოგიერთ მათგანს თავად მილიცია ავრცელებდა, ასევე, „ზემოდან“ შეკვეთით. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე საპყრობილეებში კი რამდენიმე სერიოზული „ქურდული გარჩევაც“ კი მოხდა. ციმბირის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის ზონაში ქართველი ავტორიტეტი ჩაასახლეს. ადგილობრივმა ზონის მაყურებელმა მას პრეტენზია წაუყენა იმ „ბესპრეძელის“ (განუკითხაობის) გამო, რასაც „კიშინოვსკის“ ვერაგული მკვლელობა მოჰყვა. ქართველ ავტორიტეტს ადანაშაულებდნენ მისი კოლეგების კავშირში მილიციასთან და ერთ-ერთის სახელიც კი დაუსახელეს, რომელიც „კიშინოვსკის“ მკვლელობაში იყო გარეული. „ბრალდებული“ ქართველი აცხადებდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და ამით ცდილობდა თავის გამართლებას, თუმცა ის ამ სიტყვებზე წამოიკიდეს და განუცხადეს – სწორედ ესაა „ბესპრეძელი“, როდესაც მოვალე ხარ, ქურდული ვითარება აკონტროლო და ამას ვერ ან არ ახორციელებ. ამიტომ, გვირგვინის ტარების უფლება არ გაქვსო. ეს საქმე კი იმით დასრულდა, რომ გვირგვინის ჩამორთმევა ვერ მოასწრეს, რადგან ქართველი ციხეში გადაიყვანეს, ერთადგილიან საკანში მოათავსეს, რომ არავინ შეხებოდა და მხოლოდ 4 წლის შემდეგ გამოუშვეს იქიდან, როდესაც „სროკი“ დაუმთავრდა. სავარაუდოდ, ავტორიტეტს მილიციის ქართველი მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.


„კიშინოვსკის“ ვერაგული მკვლელობის ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები უკვე ოცდამეერთე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო. როგორც გაირკვა, ვირტუოზ მოლდაველ ქურდსა და „ნალიოტჩიკს“ ბრილიანტების მოპოვების შეკვეთა მიღებული ჰქონდა ვინმე „ციგანისგან“, რომელიც ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილის, გალინას ერთ-ერთი საყვარელი იყო და სწორედ გალინასგან მიიღო „ციგანმა“ ეს შეკვეთა.


imageფოტოზე: ციგანი(ნამდვილი სახელი ბორის ბურიაცა) და გალინა ბრეჟნევა



გალია თავად ფლობდა ბრილიანტების უნიკალურ კოლექციას. გიჟდებოდა ძვირფას თვლებზე და მათ ხელში ჩასაგდებად კრიმინალსაც კი არ თაკილობდა. სწორედ ასეთი უნიკალური სამკაულები იყო ტოლსტოის ქვრივისა და ბუგრიმოვას კოლექციებში. (<<<გაააგრძელე კითხვა>>>)


image

ასევე დაგაინტერესებთ


6 აპრილს დაიბადა რომან გვენცაძე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამართალდამცავი უახლესი საქართველოს ისტორიიდან, გენერალ მაიორი, იურისტი, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი, შსს-ს მინისტრის მოადგილე და საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი, რომან გვენცაძე ორი დეტექტური რომანის ავტორია "საბედიწერო გასროლა"(1991 წ. ერთი წლის ადრე გადაიღე...



image

ზურაბ ცინცაძე ქურდად 18 წლის ასაკში აკურთხეს. ის 1942 წელს ბათუმში დაიბადა, მაგრამ შემდეგ, როგორც ბევრი სხვა კრიმინალური ავტორიტეტი, გადავიდა მოსკოვში, რომელიც ყოველთვის იზიდავდა ყველა სახის გაიძვერას. მაგრამ მანამდე, ზურაბ ცინცაძემ მოახერხა საკუთარ სამშობლოში თავის გამოჩენა, სადაც, სხვათა შორის, ციხეში თითქ...



1971 წლის 14 ივნისს, დილით ქალაქ კრასნოდარში მოხდა საშინელი ტრაგედია - აფეთქდა საქალაქო ავტობუსი, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 90. გამოძიებამ სულ მალე დაადგინდა დამნაშავე. იგი აღმოჩნდა პეტრე ველინსკი, პროფესიით ექიმი, რომელიც ვერ იტანდა მაღალ ადამიანებს. Intermedia.ge გაგაცნობთ ამ დრამატული ისტორიის ...


image

დურუ ცოცხალია! ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედი დურუ ხურცილავა 1984 წელს 46 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ცენტრალურ ქართულ კომუნისტურ პრესაში ინფორმაციაც გავიდა. თუმცა, ადამიანების ფსიქიკა (მით უმეტეს, საბჭოელების) მაშინ ისე იყო მოწყობილი, რომ მთავრობის სიტყვის არავის სჯეროდა. არც ეს ინფორმაცია დაიჯერეს...



115 წლის წინ, 1907 წლის 26 ივნისს(ძველი სტილით13 ივნისს) ტფილისში (ახლანდელი თბილისი) რუსეთის იმპერიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა მოხდა. ბოლშევიკების ჯგუფი თავს დაესხა სახელმწიფო ხაზინის კარეტას და დღევანდელ კურსში თუ გადავიყვანთ 16 მილიონ დოლარზე მეტი გაიტაცეს. შეტევას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ბოლშევიკი სიმონ ტერ-პეტროსიანი...

1
813
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
813
  
2023, 9 სექტემბერი, 22:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1