x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჭუტაანურ-შავნოდრული ჰაზრები!" და "როცა მამული განსაცდელშია"

imageჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი ორ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რომელიც ერთი "ყველაზე დიდ ოპოზოციურ" პარტიას ენმ-ს და მის რუპორ ტელევიზიას "ტვ პირველს" შეეხება, ხოლო მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, სადაც ჟურნალისტი პაროდიული ხასიათის ლექსით გამოხატავს თავის მოსაზრებას და დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ.


"ჭუტაანურ-შავნოდრული ჰაზრები!
იგეგმება თუ არა დიდი დაბრუნება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაშიო?
თან სურათებს დახედეთ, ალბათ დაობებული სახეების ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.
11 წელიწადია წვალობენ, ჯახირობენ, ხან მარჯვნიდან მოუარეს თავიანთ ჩაოხრებულ ე.წ. პარტიას, ხან მარცხნიდან მოუარეს, ხან ზემოდან დახედეს, ხან ქვემოდან შეხედეს, ვერაფერი მოუხერხეს, “დაკოჟრილ'' ხელებში შემოეშალათ და... ახლა კიდე დიდი დაბრუნებაო.
ვაააახ, კაცოოო!
ხალხი მარსზე გასაფრენად ემზადება ტურისტული საგზურებით, მთელი სამეცნიერო სამყარო ხელოვნურ ინტელექტზე ლაპარაკობს და ეს ჭუტაანები კიდე თარხნიშვილს, გივია თარგამაძეს, გოკა გაბაშვილსა და გიგილო უგულავას ვერ გასცდნენ... იმედი აქვთ, ამ ჩამყაყებული პერსონაჟებით “ქართულ ოცნებას'' დაამარცხებენ და მერე თვითონ იციან, რაც უნდა გააკეთონ, როგორც უნდა მოიქცნენ.
როგორც ჩანს, ჭუტაანებში ფიქრობენ, რომე... ჯერ კაცობრიობას სარკე არ გამოუგონია. არადა, საქმეში ჩახედულები სარკის ისტორიას მე-13 საუკუნიდან ითვლიან.
ჩაიხედეთ, თქვე ჩემის ცამეტიანებო, შეხედეთ, რას ჰგავხართ ან ჭუტაანები, ან კიდე ესენი, დიდ გაერთიანებას რომ აპირებენ ყველაზე დიდში!"-წერს ზედელაშვილი.

როცა მამული განსაცდელშია!
"როდესაც მამულზე ფიქრმა გაუხსნა იარა,
აიღო თავი, გავიდა სახლიდან და იარა.
დიახ!
რკინის ქალამნები ჩაიცვა და იარა...
ჯიპით კი არა, ლიმუზინით კი არა,
“ბოინგით'' კი არა, სანამ არაქათი არ გამოეცალა,
სუ ფეხით იარა!
როდესაც ფეხებზე წყლულები დაეტყო
და მოთმინების აევსო ფიალა,
რა უნდა ექმნა?
“აირზენას'' რეისით კი არა,
ველოსიპედით იარა, იარა და
სადამდეც შეძლო - იარა!
შემდეგ კი... ჰეეეეე!
როდესაც მამულზე დარდმა გაუხსნა იარა,
გადაჯდა ცხენზე, ცხენიდან ნავზე,
ნავიდან იმაზე, იმიდან ამაზე და
აღარც კი იფიქრა საკუთარ თავზე,
აეგრე იარა!
არად ჩააგდო მთავრობის მიერ
ბორკილებად დადებული ხვიარა,
ბეჭედდარტყმული “პუწიოვკით'' კი არა,
ხელმოუწერელი ქაღალდით იარა.
მაინც მიიღეს, ცალყბად გაუღიმეს,
ჩაიც დაუსხეს შრი-ლანკური,
ოზურგეთული კი არა,
ძალა მოიკრიბა,
მაჯებზე დადებული გაწყვიტა ხვიარა
და იმდენი იარა, იმდენი იარა,
ბრიუსელს მიადგა, არ დააგვიანა.
ეგრეა!
როდესაც მამულზე ფიქრმა გაუხსნა იარა,
გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა,
მხოლოდ იარა...
არა ჯიპებით, არა ლიმუზინებით,
არამედ ფეხით, ცხენით და ველოსიპედით იარა...
სხვათა შორის, “უპუწიოვკოდ'' იარა.
იაროს,
იაროს,
იაროს,
იაროს!"
0
142
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0