x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, ან რა სალაპარაკოა, მაგრამ..." - ქეთი მოლაშვილი
image

წნორში "ცოდნის კაფეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო იმპიჩმენტს სოციალური ქსელით ეხმაურება.


"არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, ან რა სალაპარაკოა ადამიანი სიკეთეს რომ აკეთებს, მაგრამ:შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს და სახლში დაასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე.


არავის სჯეროდა ასე უბრალოდ, ფოტოების და კამერების გარეშე რომ მოვიდა ქალბატონი პრეზიდენტი. ოფიციალურად არა, ასე თავისთვის, თავის თავთან სიმართლისთვის მოვიდა, სამოქალაქო ვალი მოიხადა.



იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა. თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ასეთი წუხილის დროს, იმავე ოთახში იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც შენს წუხილებს იზიარებს, შენს შვილებს აფასებს და შენ გამხნევებს, ხელის ჩამოსართმევად კი არა, მართლაც წუხილის გასაზიარებლად მოდის, დიდი ნუგეშია.


რომ წავიდა, "ცოდნის კაფეზე", პირადი ფბ პროფილიდან მოგვწერა, მოგვისამძიმრა და ამ ახალგაზრდების სახელზე, ჩემი წვლილი მინდა შევიტანოო, გვითხრა.


პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობ, არც ჩვენი ორგანიზაცია იცნობს, არც რაიმე ტიპის თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონია, უბრალოდ პრეზიდენტმა გაიგო, რომ "ცოდნის კაფეს" გუნდმა, უძვირფასესი წევრები დაკარგა და მზადაა ამ ახალგაზრდების სახელზე, კარგი საქმეების კეთებაში ჩაერთოს.


ჰოდა ახლა ვწერ იმიტომ, რომ ერთის მხრივ არის ქალბატონი პრეზიდენტი, რომელმაც შოვის დღეებში უდიდესი ადამიანობა აჩვენა, მზადაა ევროპასთან დასაახლოვებლად და მეორეს მხრივ არის კობახიძე, რომელმაც 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სულში ჩაგვაფურთხა ქართველებს, მეო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არ აღვნიშნავო და ტრუსიკიანი ბასეინზე გაიშოტა, ჰოდა ახლა ეს უსირცხვილო, უსამშობლო კობახიძე, პრეზიდენტს უპირებს იმპიჩმენტს, როგორ გაბედა ევროპაში წასვლაო!"-წერს ქეთი მოლაშვილი

4
219
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
ერთერთ პარლამენტართან(ამ კანონის ერთერთი ინიციატორი და წარმდგენი იყო შარშან ეს დეპუტატი) მქონდა საუბარი 2018 წელს,როცა აგიტაციას ეწეოდნენ სალიტას პრეზიდენტობის გამო,ხოდა ასეთი რამე ვუთხარი,რათ გინდათ ამ ***ქალას გაყვანათქო... ხოდა აუხდათ ეგ ამბავი და ბუმერანგივით დაუბრუნდათ.

რაც შეეხება ვეტოს პროცედურას,არ იცის კონსტიტუცია,რომლის დაცვის გარანტობაზეც ფიცი აქვს დადებული. როცა ვეტოს იყენებ,ალტერნატიული კანონი უნდა წარმოუდგინო ან დასაბუთებული შენიშვნები,თუ ამას არ აკეთებ ე.ი. ვეტო არ მუშაობს. პარლამენტის თავჯდომარეს შეუძლია ხელის მოწერა და კანონი ძალაში შევა. ამიტომაც სალიტა დაწერს რაღაცას,უფრო სწორად დაუწერენ და გადმაოუგზავნის პარლამენტს. ნახე რას აწვება ქოცეთი,შეგნებულად ეუბნება ყველას რო პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებით დაასახელონ პრეტენზიები,რაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა არის და ფაქტის კონსტანტაცია,რომ ზურაბიშვილი გარედან მართულია და ის არ არის დამოუკიდებელი მხარე. თუ არ წარმოადგენს ე.ი. ხელი უნდა მოაწეროს ან მერე ამას პაპუაშვილი გააკეთებს. ფაქტია,ქოცებში ნიჭიერი ხალხი შეიკრიბა და საქმესაც აკეთებენ.
15 მაისი, 15:01
მართალი ბრძანდებით. კიდევ არღვევს კონსტიტუციას, ვეტოს არგუმენტების გარეშე დავადებო :(
2023, 1 სექტემბერი, 23:20
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 სექტემბერი, 18:12
რახან სამძიმარი უთხრა ე.ი. უფლება ქონია რო კონსტიტუცია დაარღვიოს,მალადეც ქეთი. აქამდე უნდა გადაეგდოთ ეგ ქალი,თუმცა არც ახლა არის გვიანი. საქმე ის არის რო არ იზავენ ამას,ეს არის პოლიტიკური თამაშები და ადამიანების ტვინის გამორეცხვის მეთოდი. სულ ფეხებზე კიდიათ კონსტიტუციაც და ხალხიც,თუმცა ხალხი ჯერ ამდენს ვერ მიხვდა.
0 1 4