სხვა ისტორიული ფოტოები, რომლებიც მეტყველების უნარს წაგართმევენ 2023, 5 სექტემბერი, 9:56 სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა დარგებს და ა.შ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. ზოგჯერ, ერთი კონკრეტული ფოტო უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ოქრო, მაგრამ საინსტერესოა, როგორი უნდა იყოს ის რომ ასეთი ძვირფასი მეტალის ფასი გადაწონოს? არაფერი ჯადოსნობა, უბრალოდ ფოტოგრაფმა ძალიან უნდა მოინდომოს ან ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ საჭირო დროსა და მომენტში აღბეჭდოს ის განუმეორებელი და წარმოუდგენელი მომენტი. მარტივი სათქმელია, მაგრამ შესრულება ძნელი. ისტორიული ფოტოები, რომლებიც მეტყველების უნარს წაგართმევენ1. ჯარისკაცები სწავლობენ ცხენზე ჯდომას და კონცენტრაციას. 1935 წელი. 2. რუმინეთში წელის ტკივილის პრობლემებს დათვებით შველიდნენ. 1946 წელი. 3. სალვადორ დალი ხელზე ემთხვევა რეკილ ვერჩს. 1965 წელი. 4. ზაფხულის, რიგით 22-ე ოლიმპიური ღონისძების გახსნა მოსკოვში. 1980 წელი. 5. პიტერ ფროჩენი მეუღლესთან ერთად. ჩრდილოეთ პოლუსის მკვლევარი, 1947 წელი. 6. ვარჯიში დაზღვევის გარეშე "ემფაირ სტეიტ ბილდინგზე". 1934 წელი. 7. საუკეთესო ელექტრიკოსები. 1918 წელი. 8. სუნამოს მფრქვეველი ქალბატონებისთვის. 1952 წელი. 9. რეალური ალისა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". 10. რობინ უილიამსი (მარჯვნივ) ცენტრალურ პარკში. 1974 წელი. 11. ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი. 1956 წელი. 12. გამომცდელი თვითმფრინავების პილოტი ჯორჯ ეირდი კატასტროფისას კატაპულტირების მომენტში. 13. ახალმა ზელანდიამ გონება დაკარგა მის სამყაროს კონკურსის მსვლელობისას. 1954 წელი. 14. ყველაზე დიდი ცხენი მსოფლიოში. 1928 წელი. 15. ირანელი ქალი. 1960 წელი. 16. ხმაგაუმტარი ჯიხურები მუსიკის მოყვარულთათვის. 1955 წელი. 17. თავისუფლების ქანდაკების სახე. 18. პორტლენდი, ა.შ.შ. 1915 წელი. 19. რაგბის ქუდის ტესტირება. 1912 წელი. 20. ესკიმოსი გოგონა თავის ძაღლთან ერთად, 1949 წელი. 21. გოგონები იხვის ჭუკებს ასეირნებენ. ვაშინგტონი, 1927 წელი. 22. ცოცხალი თავისუფლების ქანდაკება 18 000 კაცისგან. აიოვა, ა.შ.შ. 1918 წელი. 23. ჯარისკაცი კოცნის ქალიშვილს და ემშვიდობება ომში წასვლამდე. 1938 წელი. 24. ნახტომი ტემზაში. ლონდონი, 1934 წელი. 25. პარიზი. 1962 წელი. 26. ცინცინატის მთავარი ბიბლიოთეკა. 1874 წელი. 27. ფორმულა1-ის გადაღება 60-იან წლებში. 28. ავტომობილი მოსკვიჩის, მარკით "მოსკვიჩ 427"-ის რეკლამა. 1071 წელი. 29. ვენეციის არხის გაწმენდა. 1956 წელი. 30. პარიზი. 1920 წელი. 31. ამრიკელი ბავშვი ცხენის ნაცვლად იყენებს ნიანგს. მე-19 საუკუნის მიწურული. 32. გოგონა ყიდულობს ბუშტს. ბერლინი, 1935 წელი. 33. ალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო. 1968 წელი. 34. მარგარეტ ჰამილტონი, NASA-ს მთავარი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თავის ნაშრომებთან ერთად. 35. ჩემპიონები ხოხვაში. განსაკუთრებით აქტუალური იყო ძველად. ა.შ.შ, 1940 წელი. 1378 4-ს მოსწონს
|