x
მეტი
  • 15.06.2024
  • სტატია:135362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509632
ის ახალგაზრდა და ლამაზია, ის კი - მილიონერია. როგორ გამოიყურება 73 წლის მილიონერის ცოლი? თვალებს არ დაუჯერებთ

image


იტალიელმა ბიზნესმენმა და "ფორმულა1"-ის მენეჯერმა თავისი ქონების ოდენობა გაასაჯაროვა. 73 წლის ფლავიო ბრიატორეს ქონება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული. როგორც ნებისმიერი სხვა თავმოყვარე მილიონერი, ფლავიოც ახალგაზრდა ფოტომოდელზეა დაქორწინებული. იტალიელმა ლამაზმანმა ელიზაბეტა გრეგორაჩიმ რჩეულს ვაჟი, ფლავიო გაუჩინა.


image


მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 2008 წლიდან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, და არც დიდი საჯაროობით გამოირჩევა, მათ მიმართ ინტერესი კვლავაც არ ცხრება, პრესისა და ინტერნეტქსელის მომხმარებლები თვალს ფლავიოსა და მის ახალგაზრდა მეუღლეს მუდამ ყურადღებით ადევნებენ, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ქსელში პაპარაცების მიერ შვებულებაში გადაღებული წყვილის ფოტოები გამოჩნდა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.


image



"რა თქმა უნდა, ეს სიყვარულია. ვინ გაბედავს ამაზე კამათს?", "ნეტა მას ის უყვარს თუ მისი ფული?", "ფლავიომ საკუთარ თავს სიყვარული უყიდა. მას შეუძლია თავს ამის უფელბა მისცეს. რატომაც არა?", "ისინი საერთოდ არ შეეფერებიან ერთმანეთს", "და მას სჯერა მისი გრძნობების გულწრფელობის?", " ნუთუ ფლავიოს მართლა სჯერა, რომ ამ ახალგაზრდა ქალს ის გულწრფელად უყვარს?" - წერდნენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები წყვილის ფოტოებს ქვემოთ კომენტარებში.


image


შეგახსენებთ, რომ იტალიელი ბიზნესმენი, რომლის ქონება 150 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული ცნობილია როგორც "ფორმულა 1"-ის წარმატებული მენეჯერი, სწორედ ფლავიოს ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდებს აქვთ მოგებული კონსტრუქტორთა სამი თასი, ოთხჯერ კი მისმა პილოტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აიღო. ბრეატორეს სახელთანაა დაკავშირებული "ფორმულა 1"-ის ორი უაღრესად პოპულარული პილოტის - შუმახერისა და ალონსოს აღმოჩენა და მათთვის ფართო ასპარეზის მიცემაც.


image


ის ცნობილია, როგორც მოდელ ნაომი კემპბელის ყოფილი შეყვარებული, რომელსაც მოგვიანებით დაშორდა, ხოლო მეორე მოდელთან, ჰეიდი კლუმთან ფლავიოს ერთი ქალიშვილი ჰელენ ბოშოვენ "ლენი" სემუელი (2004 წლის 4 მაისს დაბადებული) ჰყავს. 2008 წლის 18 ივნისს ბრიატორე იტალიელ მოდელ ელიზაბეტ გრეგორაჩიზე დაქორწინდა. 2010 წლის 18 მარტს კი ფლავიოსა და ელიზაბეტს ვაჟი, ფალკო ნათან ბრიატორე შეეძინა.



image








0
629
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
629