ისტორია როგორ ყიდულობდნენ საბჭოთა პერიოდში ავტომობილს 26 აგვისტო, 14:26 ![]() 1-სამშობლოსადმი დიდი ღვაწლი-კომუნისტები აფასებდნენ მათ გმირებს.ავტომობილებს მათ ზოგჯერ ჩუქნიდნენ კიდეც ან ურიგოდ აძლევდნენ(ისიც მხოლოდ ერთხელ).ამ კატეგორიაში შედიოდნენ სამამულო ომის გმირი-ვეტერანები, სოციალისტური შრომის გმირები, ლენინის, თუ წითელი დროშის ორდენის კავალერები. ![]() 2- რიგი-ყველა დანარჩენს კი უწევდა რიგში დგომა.საწარმოში ან დაწესებულებაში მომუშავე შეიტანდა განცხადებას.ავტომობილის მსურველს ლოდინი, როგორ წესი 7-8 წელი უწევდა. ამ ხნის განმავლობაში რა თქმა უნდა ფული უნდა შეეგროვებინა.მაგალითად 1970-იან წლებში "ვოლგა" გაზ-21 5 500- 6000 მანეთი ღირდა.საბჭოთა რიგითი მოქალაქის ხელფასი 150 მანეთიდან 350-მდე მერყეობდა.თუ რიგი მოუწევდა და ფული არ ჰქონდა, მაშინ მყიდველი იძულებული იყო ფულის სასესხებლად მეგობარ-ნათესავებისთვის მიემართა. დამამცირებელი იყო მანქანის მიღებაც.მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მყიდველს რამდენიმე პროცედურა უნდა გაევლო.ჯერ აძლევდნენ ცნობას ანგარიშის შესახებ, შემდგომ უნდა მისულიყო სპეციალიზირებულ შემნახველ სალაროში, იქაც რიგში დგომა უწევდა.როდესაც მანქანის მიღების ნებართვას მიიღებდა, გაემგზავრებოდა საწყობში და იქაც ძარის ნომრის მიხედვით აძლევდნენ მყიდველს ავტომობილს, ისე, რომ მფლობელმა ისიც არ იცოდა რა ფერის მანქანა შეხვდებოდა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ვთქვათ მყიდველს "ჟიგულზე" ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ "ჟიგული" ფიზიკურად აღარაა(არა და გატენილია სერვისცენტრი) და შეეძლო ვთქვათ, მის მაგივრად "მოსკვიჩი" გაეყვანა.მყიდველს ორი ვარიანტი უნდა აერჩია, ან "მოსკვიჩი" გაეყვანა, ან კიდევ რამდენიმე თვე ან წელიც კი დალოდებოდა, სანამ "ჟიგულებს" "მიიღებდნენ". ![]() ![]() 4-იყიდე გაყიდე-ახლა მივედით იმ შემთხვევასთან, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. მოკლედ, შეგეძლოთ დამტკბარიყავით თქვენი ახალთახალი ვთქვათ ვაზ-2101-ით, რომელიც 5 500 მანეთად გქონდა ნაყიდი, გევლოთ ერთი-ორი წელი და შემდგომ გაგეყიდათ 6000 ან სულაც 7000 მანეთად.მყიდველი მალე გამოჩნდებოდა .საბჭოთა ეპოქას არ აკლდა კომბინატორები და "ცეხავიკები", რესტორნის თუ უნივერმაღის დირექტორები ![]() 5-იშვიათი გამონაკლისი-1983 წელს საბჭოთა დაწესებულებებში გამოჩნდა განცხადებები.შეგეძლოთ ურიგოდ შეგეძინათ"მოსკვიჩი" განვადებით.ამ ფაქტმა ბევრ საბჭოთა მოქალაქეში სიხარულნარევი გაოცება გამოიწვია. თუმცა ბევრმა არ იცოდა ნამდვილი მიზეზი.საქმე იმაშია, რომ 1983 წელს საბჭოთა გამანადგურებელმა სუ-15-მა ჩამოაგდო კორეის სამგზავრო "ბოინგი".ამ ფაქტის გამო მრავალმა სახელწიფომ საბჭოთა კავშირს ბოიკოტი გამოუცხადა.მათ უარი განაცხადეს "მოსკვიჩის " შეძენაზე, რომელსაც ინგლისი და საფრანგეთიც კი ყიდულობდა.შედეგად საწყობები გაივსო "მოსკვიჩებით"..თუმცა აქცია დიდხანს არ გაგრძელებულა ![]() 5-იქნებ მოვიგო-მანქანის შეძენის სხვა გზა იყო ლატარეა და "სპორტლოტო", სადაც თამაშდებოდა ძირითადად "მოსკვიჩი", ხანდახან "ჟიგული, ხოლო უფრო იშვიათად "ვოლგა" გაზ-24-საბჭოთა ელიტური ავტომობილი 681 2-ს მოსწონს
|