x
image
თუთიკო ბერძენა
როგორც მელა იშორებს რწყილებს, ისე ადამიანს შირდება ე.წ. მეგობრები
იცით, როგორ იშორებს მელა რწყილებს?

image


მიდის ტბისკენ და თანდათან იძირება წყალში. ნელა, არ ჩქარობს. და რწყილები უფრო და უფრო მაღლა მიიწევენ. მერე მელას სახეზე იკრიბებიან, ამ დროს კი მელა მთლიანად ჩაყურყუმალავდება წყალში. და რწყილებიც აღარ არიან.


სწორედ ასე ხდება იმ უბედურებისას, ვარდნისას, დაცემისას, რაც ძლიერ ადამიანს შეემთხვევა. ნელ-ნელა მეგობრები ტოვებენ მას, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეკონტაქტებიან. ქრებიან ისინი, ვისაც ძლიერმების ჟამს სიკეთე გაუკეთა და საზრდო მისცა... ნათესავები ქრებიან. ბიზნესპარტნიორები და კოლეგები, რომლებთანაც ამდენი ხანი ერთად მუშაობდა, თანამშრომლობდა…


სამწუხაროა ძლიერი კაცისთვის - ყველამ მიატოვა იგი! ყველა ტოვებს მას უბედურების ყინულოვან წყალში: მეგობრები, ნათესავები, კოლეგები, თანამშრომლები - ყველა, ვისთვისაც კეთილი იყო და ვის მიმართაც გულუხვი იყო



ბრძენი არისტოტელეც კი ღრმად დაამწუხრა იმან, რომ რთულ პერიოდში მას მეგობრები აღარ დარჩა...


მაგრამ რწყილები იყვნენ ისინი, ვინც ძლიერების ჟამს მეგობრობდნენ მასთან. კარგად იკვებებოდნენ მის ტყავს თავშეაფარებულები.


და რაც უფრო დიდხანს აგრძელდება შავი ზოლი ადამიანის ცხოვრებაში, მით უფრო მეი მავნე მწერი მიცურავს ნაკადთან ერთად.


არის ერთი პლუსი ცუდ პერიოდში.


არის ერთი პლუსი, რომელიც შცდომით მინუსი ჰგონიათ:


პარაზიტები გტოვებენ, ვინც თქვენ შეცდომით ისევ მეგობრებად მიგაჩნდათდათ.
შესაძლოა, სწორედ მათ გამო დასუსტდით, დაკარგეთ ენერგია და სიფხიზლე. ან იქნებ მათ წვლილი შეიტანეს შავი ზოლის დაწყებაში.



არ არის საჭირო მათზე სინანული, ვინც მდინარის დინებას მიჰყვება თქვენთვის რთულ პერიოდში.


ეს არის წმენდა!


ასე რომ, მელა თავისუფლდება ინფექციის მავნე მატარებლებსა და სისხლისმსმელებისგან. და ისევ იძენს ახალ ძალას და იბრუნებს ჯანმრთელობას.


0
403
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0