შოუბიზნესი როგორ აღმოჩნდა მთვრალი ქართლოს კასრაძე ვახტანგ გორგასალი 2023, 27 აგვისტო, 17:58 ![]() საბჭოთა დროში მეტისმეტად გადამთვრალ პიროვნებებს აკავებდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით. ზოგი მილიციელი უფროსისათვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც თავის უფლებამოსილებას და ოდნავ ნასვამსაც კი განყოფილებაში მოაბრძანებდა. სამსახურში მისულს უფროსმა ჰკითხა: – წუხელ წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა? – აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – თქვა და მაგიდაზე “პროტოკოლები” დადო, რომელიც მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა. უფროსმა ვანო გაუშვა და კითხვას შეუდგა. ორი მოქალაქის ოქმი წაიკითხა და მესამეზე გადავედა თუ არა სახტად დარჩა – “პროტოკოლში” ეწერა: გვარი და სახელი – ვახტანგ გორგასალი. დაკავების ადგილი – ჭრელი აბანოს მიდამოები. დაკავების მიზეზი – მთვრალ მდგომარეობაში. მიდიოდა ხოხობზე სანადიროდ”. ანუ ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვრალი “ვახტანგ გორგასალი” დააკავა. უფროსმა ვანო კაბინეტში გამოიძახა და უთხრა, – ერთი ეგ ვახტანგ გორგასალი შემოიყვანეო. ცოტა ხანში ვანომ ახალგამოღვიძებული ვახტანგ გორგასალი მოიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩდა. 276 3-ს მოსწონს
|