განათლება საინტერესო ფაქტები საბჭოთა სკოლის ფორმის შესახებ 2023, 26 აგვისტო, 12:44
ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ გაჩნდა საბჭოთა სკოლის ფორმა? ეს კოსტუმები და კაბები თანასწორობის იდეიდან გამომდინარე წარმოიშვა, პრაქტიკული გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვადასხვა წარმოშობის და სოციალური სტატუსის ყველა მოსწავლე ერთნაირად გამოიყურებოდეს. სკოლის ფორმა აერთიანებდა ხულიგნებს და წარჩინებულ მოწაფეებს, ღარიბებსა და მდიდრებს, ბუნტარებს და მშვიდ ადამიანებს -ეს ერთგვაროვანი მასა აკმაყოფილებდა საბჭოთა ხელისუფლების ამბიციებს.
ყველა სკოლის მოსწავლისთვის ერთი და იგივე სამოსი თანასწორობასა და ერთიანობას ნიშნავდა, რაც პარტიის იდეებს ასახავდა. ერთფეროვანი სასკოლო ფორმა არა მხოლოდ საყოველთაო თანასწორობის ხაზგასასმელად მიიღეს, არამედ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთგვარი საშუალებაც იყო. უმაღლეს დონეზე განიხილებოდა მრავალი პროექტი, რათა გამოემჟღავნებინათ და გაენადგურებინათ „თავისუფალად მოაზროვნეები“. ბავშვის მყიფე გონება ყველაზე იოლი გამოსაცნობი იყო. სკოლის ფორმა რევოლუციის შემდეგ გააუქმეს, ვისაც როგორ უნდოდა, ისე ჩაცმული მიდიოდა სკოლაში, სასკოლო ფორმა დაბრუნდა 1949 წელს; თავდაპირველად სკოლის ფორმა რევოლუციამდელ ფორმას წააგავდა - ბიჭებისთვის იგივე გიმნასტურები ეცვათ და იგივე სამხედრო ყაიდის ქუდები ეხურათ, მხოლოდ ფერი იყო განსხვავებული-ლურჯის ნაცვლად ნაცრისფერი, ხოლო გოგონებისთვის იგივე დარჩა, ყავისფერი კაბები წინსაფრებით; თუმცა, კაბები უფრო მოკლე იყო, ვიდრე რევოლუციამდე. ამავე პერიოში სკოლის მოსწავლე გოგონებმა დაიწყეს დიდი თეთრი ბაფთის ტარება. 1960-იან წლებიდან ყმაწვილების უნიფორმა უკვე ნაკლებად ჰგავდა სამხედროს. ამ პერიოდში ისინი სკოლაში ნაცრისფერი კოსტუმით და შარვლით დადიოდნენ და თავზე აღარ ეფარათ სამხედრო ფორმის ქუდები. გოგონების სამოსი მკვეთრად არ შეცვლილა. კვლავ თეთრი წინსაფრები და თეთრი საყელოები.. 1970-იან წლები მეორე ნახევარში შემოიღეს ბიჭებისთვის ნაცნობი ლურჯი ფორმა -, რომელსაც ჩვენში ე.წ. "მოსკოვის ფორმას " უწოდებდნენ ლურჯი პიჯაკი და ლურჯი შარვალი ლითონის ღილებით და სამხრეებით, გვერდზე კი მიკრული ჰქონდა იარლიყი, რომელზეც მზე და წიგნი ეხატა. ამავე პერიოდში ყავისფერი შალის კაბები და გოგონების წინსაფარი ცოტა უფრო დამოკლდა. 1980-იანი წლების შუა ხანებში საშუალო სკოლის გოგონებს მიეცათ ლურჯი კოსტუმების ჩაცმის უფლება. 455 1-ს მოსწონს
|