x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უნდა ათრიონ და ენას კბილს დააჭერს... დიახ, მორევაზეა!" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მოქალაქე, ვინმე ლალი თეთრუაშვილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში "არასათანადოდ" ჩაცმულ გოგონას ლანძღავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქფრენდებს მსგავსი "კოლექტიური ლალის" ჭკუაზე მოსაყვანად ეფექტურ მეთოდს სთავაზობს:


"ლალის ბავშვობის ტრავმები კი არა, მეც მაქვს ბავშვობის ტრავმა, ფიზიკური ტრავმა.


მეორე კლასში ერთ ბიჭს მოვწონდი, მეპრანჭებოდა, მე დავცინე, იმან თავში წიგნებით გატენილი ჩანთა ჩამარტყა, გონება დავკარგე და მერე სამი კვირა ტვინის შერყევით ვიწექი.


7 წლის კი ვიყავი, მაგრამ ირჩეოდა ეს ამბავი და მახსოვს, რომ მოწონებით ხსნიდნენ თავში ჩარტყმას.


ხოდა ახლა ჩემს ლანძღვაში რომ სული ხდება, იმ ხალხს, მგონია რომ გულის სიღრმეში მოვწონვარ და ამიტომ(აც!) საერთოდ არ მანაღვლებს. ბავშვობის ტრავმაა.


ბევრჯერ უნდა ათრიონ ვერბალურად (და არა ფიზიკურად) “კოლექტიური ლალი” და პასუხის ძალას რომ იგრძნობს, ენას კბილს დააჭერს.

ახლა თავი ძლიერი ჰგონია და ამიტომ აძლევს თავს უფლებას, სხვის პირად საქმეში ჩაერიოს.


ფიქრობს, რომ უმრავლესობის სახელით ლაპარაკობს.

როცა უმცირესობის ვირტუალური ხელი მოხვდება და ეტკინება, ხმას ჩაიგდებს. სწორი ბალანსი ასე დადგება. p.s. და დიახ, მორევაზეა!"- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც "ტაბულას" დამფუძნებლის ზემოაღნიშნული სტატუსიც მოჰყვა.












0
922
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
922