ფოტოგრაფია და აქ რა ხდება? - წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ გაუგებრობას იწვევს 2023, 23 აგვისტო, 10:17 რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა. თქვენს ყურადღებას საინტერესო ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ და ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.პაპუასებს პრეზერვატივის გამოყენების წესს აცნობენ, 1960 წელიროცა მამა ჯაზმენი გყავს....ისწავლეთ როგორ აუმაღლოთ სპორტსმენებს მოტივაცია. თქვენ წინაშეა გერი ჰოლცჰერი - შვინგენის ბედნიერი "მეფე" (თუნი, შვეიცარია, 1956 წელი). შვინგენი (გერმ. Schwingen - რხევა) შვეიცარიის ეროვნული ჭიდაობა გახლავთ, გერმანულენოვანი სახელმწიფოს ნაწილში გავრცელებული, და რატომ არის გერი ასეთი ბედნიერი? იმიტომ, რომ მთავარი პრიზით - ხარით დაჯილდოვდა. გამარჯვების შემთხვევაში მონაწილეები და გამარჯვებულები ასევე გვირგვინებით, ძროხის ზარებითა და ხის ავეჯით ჯილდოვდებოდნენ. ალბათ, გაინტერესებთ, რა სახის ორთაბრძოლას წარმოადგენს შვინგენი, შვინგენი (არ უნდა აგვერიოს სვინგში) მე-13 საუკუნიდან არის ცნობილი.შვინგენი მამაკაცები ტანსაცმლის ზემოდან იცვამდნენ მყარი ჯუთის ბოჭკოსგან დამზადებულ შორტებს, რომლებზეც უკნიდან ან წელზე ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, მიზანი კი მოწინააღმდეგის ზურგზე დაცემა იყო. P.S. რა მაგარი იქნებოდა ჰონორარის ნაცვლად ფეხბურთელებსაც ტრიმერებს ან გაზონის ბალახის თესლს რომ ჩუქნიდნენკენიელი ჯარისკაცი და მისი სანდო კარაბინიფეთქებადი და გიჟური დისკოთეკა დისკოკლუბში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 1975 წელიძნელი დასაჯერებელია, რომ დღევანდელი ჩიპების შემქმნელი მონსტრი და პროგრესული ტაივანი, ოდესღაც შორეული სოფელი იყო გაუნათლებელი მოსახლეობით. "გომინდანთა" წიგნიერების დონეზე შესანიშნავად მოწმობს ოფთალმოლოგის კაბინეტზე გამოკიდული ეს ნახატებიც, ტაინანი, 1962 წელი, P.S. წარმოდგენაც არ მინდა მხატვრობის როგორი "შთამბეჭდავი" ნიმუშები იქნებოდა პროქტოლოგის ან უროლოგის კაბინეტზე წარმოდგენილიბავშვების ტრანსპორტირება თვითმფრინავით 1950-იან წლებში, აშშთქვენ წინაშეა საუკეთესო სამუშაო მსოფლიოში - ტუჩსაცხის ტესტერი 60-იანი წლების ამერიკიდან სალამს გიგზავნითბრაზილიელი მსახიობი მაიტე პროენსა და სიცილიური სოფლის მცხოვრებლები ბანქოს გახდაზე თამაშობენ, იტალია, 1996 წელიკოლონიალიზმის არც ისეთი მოკრძალებული ხიბლი... ფეხსაცმლის წმენდა ჰონგ - კონგში, 1997 წელიდედები, რა დედები, ქორწილი სადღაც იტალიაში, 40-იანი წლებიფრედი მერკური და ელტონ ჯონი "Live Aid"-ის კულუარებში, 1985 წელი709 შეფასება არ არის |