x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გახდომა, დიეტის გარეშე და თან "გემრიელად"

გახდომა, დიეტის გარეშე, ყველა ჭარბწონიანის ოცნებაა. ირგვლივ ხომ უამრავი მაცდური რამ არის, რომელიც დახვეწილ არომატს გამოსცემს და დასაგემოვნებლად «გვეპატიჟება»? გადის დრო და ყოველი თავშეკავება, სხეულის გარეგნობაზე აისახება. მაგრამ, რა ფასად... მკაცრი დიეტები და საკვების შეზღუდვა, არა მარტო ხასიათს აფუჭებს, – ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. თუმცა, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი...

აქ წარმოგიდგენთ 3 პროდუქტს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცხიმს პირდაპირ «ჭამს!» და სასურველი გარეგნობის დაბრუნებაში ან შენარჩუნებაში გვეხმარება!


ზეთისხილიimage


ეს პროდუქტი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას და აკონტროლებს წონის მატებას. დღეში 10 ცალი ზეთისხილი ან 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი, ხელს უწყობს ცხიმების და მარილების ათვისებას და მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას.


ქიშმიშიimage


100 გრ. ქიშმიში 276 კკალორიას შეიცავს! ეს ძალიან ბევრია და იმაზე მეტია, რასაც იმავე რაოდენობის თეთრ პურში შეიცავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ზედმეტი წონის მოსაცილებლად, მასზე უკეთესი საშუალება არა არსებობს. ამასთან, მუქი ფერის სახეობა უფრო ეფექტურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხიმის მოცილება წელის არეში არის საჭირო.

დღეში 30 გრ. ქიშმიში წასახემსებლად, საუკეთესო საშუალებაა დასანაყრებლად და ზედმეტი ცხიმის დასაწვავად.

ქიშმიში შეგიძლიათ დღის საათებში მიირთვათ.


ნუშიimage


დიეტოლოგების უმრავლესობის აზრით, გახდომის საიდუმლო დანაწევრებულ კვებაშია და რომ, დღის მანძილზე, ხშირი და ყოველ ჯერზე, რომელიმე სახის პროდუქტის მიღება, გახდომას ნამდვილად უწყობს ხელს. ხოლო, საღამოს საათებში, ნუში ხილთან ერთად — წახემსების საუკეთესო საშუალებაა.


ეს 3 პროდუქტი, განსაკუთრებული თვისებების წყალობით, ხელს უწყობს საკვების სწრაფ ათვისებას და მას ენერგიად და ვიტამინების კომპლექსად გარდაქმნის. ამასთან, ცხიმების დაგროვებას არ იწვევს. გარდა ამისა, აღნიშნული პროდუქტების რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში, ადამიანს შიმშილის გრძნობა უქრება. შესაბამისად, კვების რაციონი თავისთავად მცირდება და მასთან ერთად – ჭარბი წონაც.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნამდვილი ჰიტლერი II მსოფლიო ომის დაწყებამდე გარდაიცვალა...

* "იყო თქვენი – გახდა ჩვენი" – სტალინი და ესპანური ოქრო

* თითო კატა, ყველა ოჯახში – მეცნიერები კატის ყოლის რეკომენდაციას იძლევიან...

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0