x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჩუმი მკვლელი - რა უნდა ვიცოდეთ მაღალი წნევის შესახებ
ჰიპერტენზია, ან (პოპულარულად) მაღალი წნევა, ქრონიკული დაავადებაა, რომლითაც მსოფლიო მოსახლეობის 1/3 იტანჯება.




image



არტერიული წნევა მუდმივად იცვლება და დამოკიდებულია თქვენს პოზაზე, აქტივობაზე, სტრესის დონეზე, დიეტაზე, კვებაზე და ა.შ. მაღალ წნევად ითვლება 140-ი 90-ზე ან უფრო მაღალი. გაზომვისას განისაზღვრება სისტოლური წნევა (გულის შეკუმშვის დროს) და დიასტოლური (შემდეგი მოდუნებისას).



როდესაც წნევა მატულობს, გულს უფრო მეტად უწევს იმუშაოს, რათა სისხლი არტერიების კედლებში გადაიტანოს. გულის გარდა, მაღალი წნევა აზიანებს თირკმელებსა და ტვინს, მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.




გული და სისხლძარღვები შედარებულია ღია ონკანთან, რომელსაც აქვს მრავალი საქშენი. თუ საქშენები დახურულია, მაშინ წნევა შიდა სისტემაში გაიზრდება. ზუსტად ასე ხდება როდესაც გული სისხლს ტუმბავს, სისხლძრაღვები ვიწროვდება და წნევა მატულობს. სისხლის მაღალი წნევის გამო ზიანდება სისხლძარღვები, გული, თირკმლები. ამ დროს მოსალოდნელია სტენოკარდიისა და ინფარქტის, გულის უკმარისობის, ინსულტის, ენდარტერიტის (არტერიის ანთებითი ცვლილებები), თირკმლების უკმარისობის განვითარება.




როგორ ავიცილოთ ჰიპერტონიის განვითარება


ხშირად ჰიპერტონიის დაავადება ფარულად მიმდინარეობს და პაციენტი ამის შესახებ მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იგებს. თუ გსურთ, რომ აიცილოთ მოსალოდნელი ჰიპერტენზია და მასთან თანმხლები დაავადებები, დაიმახსოვრეთ:



აუცილებლად უნდა იაქტიუროთ ფიზიკურად, აკეთოთ ვარჯიშები;

რეგულარულად შეამოწმეთ არტერიული წნევა (განსაკუთრებით მაშინ, როცა თავბრუსხვევა გაქვთ);


იკვებეთ სწორად: მოერიდეთ მარილიან და შემწვარ საკვებს, გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა თქვენს რაციონში;


მოწევა შხამია: მოიშორეთ ეს მავნე ჩვევა დღესვე;


გონივრული რაოდენობით მიიღეთ ალკოჰოლი;


შეეცადეთ არ დაავადდეთ რაიმეთი და თავიდან აიცილოთ სტრესი;
რეგულარულად მიმართეთ ექიმს.




P.S - ჯანმრთელობას გისურვებთ!




0
781
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0