x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მთვარე, შეიძლება, ხელოვნური ობიექტი იყოს...

ХХ საუკუნეში მთვარის კვლევა ახალ დონეზე გადავიდა – ადამიანმა პირველად დააბიჯა ფეხი მის ზედაპირზე. აღებული იქნა გრუნტის სინჯები, ანალიზი გაუკეთდა მის ტექტონიკურ სტრუქტურას და ატმოსფეროს ნარჩენს, გაიხსნა ახალი, აქამდე უცნობი ფაქტები, რომელსაც დამაჯერებელი სამეცნიერო ახსნა დღემდე არ აქვს... და წინასწარმა მონაცემებმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი.


image


მთვარე — მზის სისტემაში, ყველაზე უნიკალური თანამგზავრია. ჯერ ერთი, მას ყველაზე დიდი შეფარდებითი მასა ( 1 - 81-თან) აქვს პლანეტა-თანამგზავრის სისტემებს შორის — დედამიწის გარდა, სხვა არცერთ პლანეტას არა ჰყავს ასეთი დიდი თანამგზავრი. გარდა ამისა, მთვარე დედამიწისადმი მხოლოდ ერთი გვერდით არის მიმართული. ამ ორ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს «მთვარე — დედამიწა» სისტემისთვის.

მზის შემდეგ, რომელიც სინათლით და სითბოთი უზრუნველგვყოფს, მთვარე ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეულია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს პლანეტაზე. ამ ორი ციური სხეულის გრავიტაციული ურთიერთობა პირდაპირ კავშირშია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. ჩვენს სამყაროში უამრავი მოვლენაა, რომელიც პერიოდულობით ხასიათდება და ეს მთვარის, დედამიწის ირგვლივ მოძრაობაზე არის დამოკიდებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი მხოლოდ ოკეანის მოქცევა–მიქცევებზე კი არ, არამედ დედამიწის დახრის ღერძის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, წელიწადის სეზონების ცვლილებაზე და უამრავ ბიოლოგიური პროცესზე, რომლის ათვლის წერტილს მთვარის ფაზა განსაზღვრავს.

მთვარე უამრავ გამოცანას და საიდუმლოს მალავს და ყველაზე მთავარი, მათ შორის — მისი წარმოშობის ისტორია არის. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც მის არსებობას ხსნის, თუმცა მათ შორის ძირითადი, მხოლოდ სამია:

პირველი თეორიის მიხედვით — დედამიწა და მთვარე, მზის სისტემის პლანეტების ფორმირების ადრეულ სტადიაზე, ერთიანი აირ-მტვრიანი ღრუბლისგან, ერთდროულად შეიქმნა.

მეორე თეორიის მიხედვით, დედამიწამ მთვარე საკუთარი გრავიტაციული ველის საშუალებით მიიტაცა, როდესაც ეს უკანასკნელი გალაქტიკაში გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება მესამე თეორიას — ის დედამიწის თანამგზავრის არსებობას, უდიდესი კოსმოსური კატასტროფით ხსნის, რა დროსაც, ჩვენი პლანეტა სხვა ციურ სხეულს შეეჯახა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებისგან, მოხდა როგორც დედამიწის, ისე მთვარის საბოლოო ფორმირება.

სხვადასხვა კვლევის შედეგი მოწმობს, რომ ყველაზე ახლოს სიმართლესთან, სწორედ კოსმოსური კატასტროფის ჰიპოთეზა არის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტების უმრავლესობა სწორედ ამაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პლანეტის ტექტონიკური ფილების ანალიზის შემდეგ, გეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთვარე, შორეულ წარსულში, დედამიწის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
მართლაც, პლანეტარული მასშტაბის შეჯახება, დედამიწის ქერქის და მანტიის სტრუქტურულ ცვლილებას გამოიწვევდა და პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მთლიანად გაანადგურებდა. შესაბამისად, თანამედროვე გეოლოგიური წარმონაქმნები და სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, მას შემდეგ გაჩნდა, რაც დედამიწას, მთვარის სახით, თანამგზავრი გამოუჩნდა. არც ის არის გამორიცხული, რომ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე იმ უცნობი ციური ობიექტის მიერ იყოს შემოტანილი...


image


თუმცა, მთვარის შესახებ, სხვა, ალტერნატიული თეორიებიც არსებობს, რომელსაც ორთოდოქსული მეცნიერება არ აღიარებს. ერთ-ერთ თეორიის თანახმად, მთვარე ხელოვნური ობიექტია, რომელიც იმ იდუმალი რასის მიერ არის შექმნილი, რომელსაც დედამიწა, თანამედროვე ადამიანის გამოჩენამდე, ბევრად უფრო ადრე ჰქონდა კოლონიზებული. ისინი მთვარეს, დედამიწის ათვისების პერიოდში, როგორც შუალედურ, სატრანზიტო, ბაზას იყენებდნენ. თუმცა, ამის პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის.

მაგრამ, ეს თეორია, «ცარიელ ადგილზე» არ გაჩენილა:
— მთვარის ქერქში აღმოჩენილია ძვირფასი ლითონები და უმაღლესი დონის გამდიდრებული ურანი — ამ ფორმით, სხვაგან არსად გვხვდება! გარდა ამისა, მთვარეზე ტიტანის უზარმაზარი საბადოებია.
— 1969 წელს NASA–მ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში, მთვარესთან უცხო ობიექტთან შეჯახების სიმულაცია მოახდინა... შედეგი ძალიან მოულოდნელი იყო — მთვარე, 1 საათის მანძილზე, გუგუნებდა და ირხეოდა!
— მთვარე ძალიან მსუბუქია! მისი საშუალო სიმკვრივე 3, 34 გრ/სმ კუბია, შედარებისთვის, დედამიწის სიმკვრივე ­— 5, 5 გრ/სმ კუბია.

— არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენი პლანეტის თანამგზავრს არა აქვს მყარი ბირთვი.
— აქვს იდეალური წრიული ორბიტა და პოზიცია.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უძველესი ცივილიზაციების მითებში ნახსენებია დიდი ომის შესახებ, რომელსაც დედამიწელები მთვარიდან დასაპყრობად და ადამიანების დასამონებლად მოსულ მეომრებთან აწარმოებდნენ და მათი შეჩერება მხოლოდ რაღაც უფრო ძლიერი ძალის ჩარევით მოხდა.
ასეთი მტკიცებულებების მოპოვება და ანალიზი, შესაძლებელია, შორეული მომავლის საქმე იყოს. თუმცა, ასეთ ჰიპოთეზებს პერსპექტივა ნამდვილად აქვს, რადგან კაცობრიობას ზოგიერთი ფაქტების გადამოწმების, უკვე უშუალოდ — «ადგილზე» შეუძლია.


P. S. «აპოლონ 11»-ის ასტრონავტები მთვარეზე 1969 წლის ივლისში დასხდნენ და მას შემდეგ, იქ გამგზავრების მცდელობაც კი აღარ ყოფილა. «მთვარის მისიაზე», იმ მომენტისთვის, 110 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯული იყო და ამერიკელებს ყველაფერი ჰქონდათ საიმისოდ, რომ თანამგზავრზე ფრენები გაგრძელებულიყო და უფრო მეტიც, — მისიის ფარგლებში, მთვარეზე ბაზების შექმნაც კი იგეგმებოდა... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნამდვილი ჰიტლერი II მსოფლიო ომის დაწყებამდე გარდაიცვალა...

* "იყო თქვენი – გახდა ჩვენი" – სტალინი და ესპანური ოქრო

* თითო კატა, ყველა ოჯახში – მეცნიერები კატის ყოლის რეკომენდაციას იძლევიან...

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
567
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0