x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
რა გავლენას ახდენს ქვეცნობიერი ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე? – საიდუმლო ამოხსნილია

ცოტა ხნის წინ, გერმანელმა პროფესორმა ჰოვარდ ფონ ბახემმა, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, სენსაციური აღმოჩენის შესახებ განაცხადა.

მეცნიერებმა ადამიანის ქვეცნობიერის ფუნქციონირება შეისწავლეს. ხოლო, შედეგები ჟურნალ «Science»-ში გამოაქვეყნეს. მათ კვლევის შედეგად, თავის ტვინის ნეირონების ბიოქიმიურ შემადგენლობას და ადამიანის იმუნიტეტის რეაქციებს შორის, კავშირის არსებობა დაადგინეს.


image


როგორც დაკვირვებამ აჩვენა, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სისხლში, ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება და ცვლილებები ფიქსირდება სისხლის შემადგენლობის სხვა მაჩვენებლებში.

გარდა ამისა, მეცნიერებმა კავშირის დადგენა შეძლეს, ადამიანის ქვეცნობიერსა და შინაგანი კოორდინაციის პროცესებს შორის. მათი აზრით, ქვეცნობიერის გავლენა ასევე აისახება მეტაბოლიზმის საერთო მდგომარეობაზეც. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფიზიკურ ტკივილს განიცდის ან სტრესში იმყოფება, მის ტვინში ნეირონების ჯაჭვების ქიმიური შემადგენლობის გადაწყობა ხდება, რის შედეგადაც, ნეირონები იმახსოვრებენ ინფორმაციას ტვინის ახალი ფუნქციონალური მდგომარეობის შესახებ და ადამიანი, ამ დროს, საკუთარი თავის გავლენის ქვეშ ექცევა...

როგორც პროფესორმა ბახემმა განაცხადა, ადამიანის ტვინს თვითაღდგენის უნარი გააჩნია. მას შეუძლია დამოუკიდებლად წაშალოს ინფორმაცია, ორგანიზმში ზოგიერთი ფუნქციონალური დარღვევის შესახებ (თუნდაც, იგივე, ტრავმით გამოწვეული ტკივილის შესახებ) და ორგანოების ნორმალური მდგომარეობა აღადგინოს. ხოლო, იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში, უფრო მეტი პოზიტიური ემოცია უნდა შეუშვას, რაც თავის მხრივ, რთულ ნეირონულ პროცესებზე ახდენს გავლენას.

თუმცა, როგორც კვლევის დროს გაირკვა, დადებითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე განსხვავებული სიძლიერით მოქმედებს. სხვადასხვა ფსიქოლოგიური დარღვევას და გარკვეულ ფაქტორებს, შეუძლია ნერვული სისტემა, მენტალური თვითაღდგენის პროცესებისადმი ნაკლებად მგრძნობიარე გახადოს. რაც თავის მხრივ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

მეცნიერი, აღნიშნულ თემაზე, ათწლეულების მანძილზე მუშაობს, დაწერილი აქვს უამრავი წიგნი, სტატია და მონოგრაფია. ხოლო, მისი შრომების მთავარი შედეგი, უკვე დიდი ხანია, ყველასთვის ცნობილია — ადამიანის ჯანმრთელობის გარანტი, ჯანმრთელი სულია!


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც დედა 66 წლის ასაკში გახდა? დღეს მისი ქალიშვილი უკვე 18 წლის არის

* უცნაური და საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან "აქეთურ–იქითური"

* უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები ტიტანიკის შესახებ

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0