x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაბნეულები არიან, ძაან არ აწყობთ, მაშინ პროვოკატორი ბერა და მისი საძმაკაცო გამოდიან"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანი "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ბლექ სი არენას" გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამერიკული როკ - ბენდის "The Killers" -ის ფრონტმენის საქციელის გამო "ქოც– რუსეთუმეებში" არსებული სრული დაბნეულობის შესახებ წერს:


"დაბნეულები არიან ქოც– რუსეთუმეები ბლექ სი არენას ამბავზე. ვერ მოაბეს თავი და ბოლო. “ლიბერატებს“ და მათ ამერიკელ კურატორებს“ აგინონ? რანაირად? მთლად ამერიკელმა უთხრა ქართველებს რუსები თქვენი ძმები არიანო. ნაცებს აგინონ? რანაირად? ეგენი ბლექ სი არენაზე არ დადიან. მაშინ გამოდის რომ ქოცებმა გააპროტესტეს. ეგ ძაან არ აწყობთ. პროვოკაცია იყოო რომ თქვან, მაშინ პროვოკატორი ბერა და მისი საძმაკაცო გამოდიან... მოკლედ, ყველა ვარიანტი რთულია. მთლად ამდენსაც კი ნუ მოთხოვთ მაგათ სტრატკომებს."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს "ბლექ სი არენამ" ამერიკულ როკ - ბენდს, "The Killers"-ს უმასპინძლა. მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დასაგეგმად ირაკლი ღარიბაშვილის გუნდმა 70 მილიონი ლარი დახარჯა, რასაც მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კონცერტზე "The Killers"-ის სოლისტმა სცენაზე აუდიტორიიდან სტუმარი აიყვანა, რომელსაც დრამზე მასთან ერთად უნდა დაეკრა. დრამერი კი ჰოი საოცრებავ, სრულიად შემთხვევით რუსი აღმოჩნდა.


ამ ინფორმაციას დარბაზში მყოფი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, თუმცა ჯგუფმა რუსთან ერთად მათი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად მაინც დაუკრა. სიმღერის შემდეგ კი ჯგუფს შეძახილებისა და სტვენის მოსმენა მოუწია, თუმცა პროტესტს ბოდიშის ნაცვლად, უცნაური, პროპაგანდისტური ფორმით უპასუხა.


სოლისტმა ქართველ მსმენელს უთხრა, რომ მუსიკა ადამიანებს აკავშირებს და რომ ისინი "დები და ძმები" არიან. რასაც უფრო მძაფრი რეაქცია მოჰყვა, უკმაყოფილო შეძახილების, შუა თითების ჩვენების და "რუსეთი ოკუპანტიას" სკანდირების ფონზე მაყურებელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა. კონცერტი მსოფლიო ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ამერიკულ როკ - ბენდს და "ბლექ სი არენას " ქართველი მსმენელებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწიათ.








0
342
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342