x
image
Yoona
Mediator image
10 გამოცდილი მეთოდი, როგორ გადარჩეთ ახალ სამსახურში
ახალი სამსახური ახდენილი ოცნებაა, მაგრამ ეს ახალი ხალხია, ახალი წესები, საკუთარი მიკროკლიმატი. უჩვეულო გარემომ პანიკა და თავდაუჯერებლობა რომ არ დათესოს, ბლოგერის Guadalahara წესები დაიცავით.


image

1. როცა ოფისში მიხვალთ, ჩუმად ნუ იქნებით, არამედ ყველას ხმამაღლა და ღიმილით მიესალმეთ.

image

ასე ყურადღებას მიიქცევთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებას შექმნით.


2. არასამუშაო მომენტებში (მაგალითად, შესვენება ყავაზე) კოლეგებთან მიდით, გაეცანით და საუბარი დაიწყეთ.


image

აქ ხელფასზე და კოლეგების სამუშაო გრაფიკზე თემები არ შედის. მაგალითად, შეგიძლიათ უახლოეს ავტოსადგურზე ან კარგ კაფეზე იკითხოთ.


3. ბუღალტერს და ადამიანური რესურსების მენეჯერს დაუმეგობრდით.

image

ისე მოხდა, რომ ისინი გავლენას ახდენენ თითოეული თანამშრომლის შესახებ წარმოდგენის შექმნაში. ხელს არ შეგიშლით, თუ ცოტათი აამებთ.


4. სწრაფად გაარკვიეთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი.

image

ასე პანიკას არ აჰყვებით, სხვა თანამშრომლები არ გაგაღიზიანებთ, არამედ სამუშაო და ადმინისტრაციულ საკითხებზე პროფესიონალურად ურთიერთობას შეძლებთ.


5. არ ინერვიულოთ, თუ შეცდომა დაუშვით, და არ დამალოთ, თუ რაღაც სამუშაო მომენტი ჯერ არ იცით.

image

ნებისმიერ სამსახურში ადეკვატური თანამშრომლები და ხელმძღვანელობა გაიგებს, რომ თანამშრომელს ადაპტაცია სჭირდება, რომ თავიდან გაუგებრობა და შეფერხება იქნება.


6. თუ ამოცანა ან ხელმძღვანელობა ისეთი არაა, როგორსაც ელოდით, გათავისუფლდით.

image

გირჩევთ, სამსახური მე–2–3 დღეს დატოვოთ, ვიდრე 2–3 თვის შემდეგ. ჯანმრთელობას და რეპუტაციას გაუფრთხილდით.


7. ყველა თანამშრომლის მიმართ მაქსიმალური კეთილმოსურნეობა გამოიჩინეთ.

image

ურთიერთობაში ადამიანები უფროსებად და ქვეშევრდომებად არასდროს დაყოთ, განსაკუთრებით თავიდან. თავი ყველაზე ჭკვიანად არ წარმოიდგინოთ. ხალხი თქვენს თვისებებს და ნიჭს თავად შეაფასებს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. თანამშრომლების სიმპათია მოიპოვეთ და ეს შეიძლება მეგობრობაშიც გადაიზარდოს.


8. სცადეთ იპოვოთ სასიამოვნო კომპანია, ვისთან ერთადაც სადილზე ივლით.

image

ძალიან კარგი დროა, რომ გაიგოთ მიმდინარე მოვლენები, მომავალი გეგმები, ცვლილებები და ა.შ.


9. თანამშრომლების წასვლის და მოსვლის დროს ყურადღება მიაქციეთ.

image

თუ ხედავთ, რომ თანამშრომლების უმეტესობა სამსახურში ზეგანაკვეთურად რჩება, დაფიქრდით, მზად ხართ ასეთი პირობებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, გრაფიკით თქვენს წასვლას ბევრი ნეგატიურად აღიქვამს.


10. მობილურში სამუშაო ფოსტა დააყენეთ.

image

კომპანიის ახალ ამბებზე სწრაფი რეაგირება დაგეხმარებათ, რომ კარგი შთაბეჭდილება შექმნათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

2. როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

3. რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

4. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

5. ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

6. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

7. არ იცით, როგორ ითხოვოთ ხელფასის მომატება? წაუგებელ ვარიანტს გთავაზობთ

8. კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო დღე დღის 3 საათზე უნდა დასრულდეს

9. ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

10. ყველაზე აბსურდული სამსახური წარსულიდან



0
171
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
171