სხვა ფარულად მიმდინარე დაავადებები, რომლის დიაგნოსტირება ცხვირით შეიძლება 2023, 18 აგვისტო, 15:37 იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმი ერთი მთლიანობაა, გასაკვირი არ არის, რომ ექიმს ადამიანის მხოლოდ ცხვირზე შეხედვით, მისი ფარული დაავადების ამოცნობა შეუძლია. სისხლდენა ცხვირიდან. სისხლდენა ცხვირიდან, შეიძლება, მაღალი არტერიული წნევის ნიშანი იყოს — დაავადების, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე, შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯანმრთელი ადამიანები წნევას არ იზომავენ. წნევა, თავის მხრივ, დამოუკიდებელი დაავადება არ არის და ის რომელიმე დაავადების ფონზე ვითარდება. ასე რომ, ცხვირიდან სისხლდენის ფაქტის უყურადღებოდ დატოვება, ნამდვილად არ შეიძლება. ცხვირზე სისხლძარღვების გამოკვეთა. ცხვირზე მკვეთრად გამოხატული სისხლძარღვების არსებობაც, შეიძლება, მაღალი არტერიული წნევის ნიშანი იყოს. ჰიპერტონიის გარდა, ეს სიმპტომი, ასევე, შეიძლება, სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესის ნიშანიც იყოს. ცხვირის წვერის სილურჯე. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გულის და ფილტვების ფუნქციონირების დარღვევასთან გვაქვს საქმე და სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ! რადგან, დასახელებულ ორგანოებში, თრომბის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია. ფერმკრთალი ცხვირი. ცხვირის და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მკვეთრი სიფერმკრთალე, – მწვავე გასტრიტის განვითარებაზე მიანიშნებს. ამ დიაგნოზის დამადასტურებელი დამატებითი სიმპტომი კი, — ტკივილებია კუჭის არეში. ცხვირის პერიოდული სიწითლე. ცხვირის დროდადრო გაწითლება, — საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ის კუჭის ქრონიკულ დაავადებებს უკავშირდება. მუდმივი სიწითლე. წითელი ცხვირი, ხშირ შემთხვევაში, კანის დაავადების, — როზაცეას არსებობის ნიშანია, რომელიც ცხვირის ქრონიკულ სიწითლეს იწვევს. როგორც წესი, საწყის ეტაპზე, მხოლოდ ცხვირის წვერი წითლდება, ხოლო შემდეგ, სიწითლე ზევით ადის. დაავადების გამომწვევი მიზეზი კი, შეიძლება იყოს: სისხლძარღვების ქიმიური სკრაბი; ალკოჰოლის მოხმარება; ენდოკრინოლოგიური დარღვევები; სისხლის პათოლოგიები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა. ცხვირის წვერის შეშუპება. ხშირ შემთხვევაში, ეს სიმპტომი, გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. ცხვირის შიდა ლორწოვანი გარსის სიმშრალე. იმ შემთხვევაში, თუ ცხვირში მუდმივად «ქერქი» ყალიბდება, ფილტვების შემოწმება არის საჭირო. არხის სხვა სიახლეები:* კომფორტულად ძილი სიცხეში... თან, კონდიციონერის გარეშე* უცნობი არქტიკა – კაცობრიობის პირველი სამშობლო შუა საუკუნეების რუკებზე* გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად177 2-ს მოსწონს
|