x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღამით მძინარეს შიშველი დამახტა...განსხვავებული ორიენტაციის სე@ს თერაპიებით უნდა გიმკურნალოვო"-რა შეემთხვა მარიამ კუკუნაშვილს?

image

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი აფრიკაში მოგზაურიბის დროს ერთ-ერთ სასტუმროში გადამხდარ შემთხვევაზე სოციალური ქსელით საუბრობს;

image


''მე მეშინია ადამიანების და მათთან შეხვედრის, მაგრამ დაე დღევანდელი დღე ღმერთმა, დედებმა და ქალებმა შემაძლებინონ.
image
აფრიკაში დავპატიჟე მეგობრები ოდესღაც, ჟირაფების იმ ულამაზეს სასტუმროში, სადაც ორი სამი წელი უნდა ელოდო, რომ ნომერი დაჯავშნო. ბოლო ორი ღამე იყო იქ ჩვენი მოგზაურობის, ნომრები საკმარისად არახელმისაწვდომი, თორემ ვერანაირი ფინანსური დანაზოგი ვერ მაიძულებს, ღამე, საკუთარ თავს და ადამიანებს, მარტო აღდგენის და დასვენების საშუალება არ მივცე. სიტუაციიდან გამომდინარე, ორი ქალი, ერთ უზარმაზარ და ულამაზეს ნომერში დავბინავდით…
image
ამ ქალმა ონლაინ ტრანსლაციები გამართა სრულიად საქართველოს მოსახლეობასთან… დარბოდა შფოთით და პანიკით, აპარატურით, ინტერნეტი კი არ იყო ამ ქაოსისთვის საკმარისი და არც გარემო იყო შესაფერისი. ღამით ეს ქალი მძინარეს, შიშველი დამახტა… მოწოდებებით, იუნგის მიხედვით განსხვავებული ორიენტაციის სექს თერაპიებით უნდა გიმკურნალოვო. პირველადი, უმძიმესი შოკი გადავიტანე, ტელეფონს ხელი მოვკიდე და აფრიკის ჯუნგლებში, ლეოპარდებთან, ჟირაფებთან, ლომებთან და ფოცხვერებთან გავიქეცი… ადამიანების მეშინოდა, ცხოველების კი არა..
სასტუმრო ჩაბნელებული იყო, მშველელი არ ჩანდა, ტელეფონზე უწყვეტად რეკავდა ჩემი მაშინდელი ბოიფრენდი და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩამოეთრიე ქალოოო, და მე ტყეში გავრბოდი.. ამ უმძიმეს ტრავმაზე ბოდიში არ მიმიღია, მაგრამ მე მაინც ყველას ყველაფერი ვაპატიე… ისევე როგორც, უარი ვთქვი იმ ”ბიზნეს” შემოთავაზებაზე და ბოდვაზე, საერთაშორისო ორგიების ტურიზმს რომ ეძახდა და სექსზედაგიჟებული მილიარდელებისთვის რომ უნდოდა ამ ყველაფრის აწყობა…
image
დაე განკურნე და სწორ გზაზე დააყენე ყველა ღმერთო. დაე ადამიანებს ერთმანეთის აღარ გვეშინოდეს. დილამშვიდობისა საქართველო"-წერს კუკუნაშვილი.
0
963
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
963
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0