x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508849
"იქნებ დედა შე#გინეს”?"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სახელისუფლებო ისტერიას და სტიქიის დროს სასწაულებრივად გადარჩენილ მოქალაქეებზე "ქართული ოცნების" ლიდერთა ყოველდღიურ ღია შეტევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"შადრევანში რომ ბავშვი დაიღუპა, მაშინაც მსხვეპლზე გადაიტანეს ისრები – უმეთვალყირეოდ რატომ იყვნენო ქოცი გვამები კითხულობდნენ.


ახლაც მსხვერპლია დამნაშავე ტყუილში.


"იქნებ დედა შეაგინეს" მეწყერს?


(ეს ლოგიკა მარტო რეჟიმს არ ახასიათებს – “ვირუსოლოგებიც” გაწაფულები არიან)."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის "ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, შოვში დატრიალებული ტრაგედიისას გადარჩენილებზე შეტევა კობახიძის შემდეგ ამჯერად "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებმაც განახორციელეს, მათ შორის მიხეილ სარჯველაძემ და მამუკა მდინარაძემ. მათ კობახიძის ნათქვამი გაიმეორეს და სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანების სიმართლეში ეჭვი შეიტანეს.


"აპრიორი ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს ვერტმფრენებმა ან დრონებმა დაიგვიანა - ვერტმფრენის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა აიხსნა ისიც, რომ ვერტმფრენის ადგილზე მისვლა ობიექტურად საჭირო დროზე უფრო ადრე რომ მომხდარიყო, ეს დამატებით რეზულტატის მოტანას ვერ გამოიწვევდა", - აღნიშნული განცხადება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. მისივე თქმით, "შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ როცა 4 მეტრის სიმაღლის მასა ჩამოვიდა, მიწაზე მდგარი ადამიანი მასის ზედაპირზე ცოცხალი აღმოჩნდა".


"რაც იქ მოხდა, ყველამ კარგად იცის. დაახლოებით ხომ ვიცით რა სიმაღლის იყო ჩამოსული ღვარცოფის მასა იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. არ იყო არც ერთი და არც ორი მეტრი - გაცილებით მაღალი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ დროს ადამიანები ამ მასის ზედაპირზე მოექცნენ და მათ იმ წუთას, მყისიერად შველა სჭირდებოდათ, იქ განვითარებული მოვლენების სწორი აღქმა არ არის. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია უზარმაზარ მასაზე, რომელმაც მიწაზე მდგარ ადამიანებს გადაუარა. ჩამოსული მასის განაპირა მხარეებში, სადაც მასა იმ დონის სიმაღლის არ იყო, როცა, მაგალითად, სახლის სიმაღლეს აჭარბებს, შეიძლება ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომ ვიღაც არ ჩაეფლო და არ დაიღუპა.

ასე ვერ წარმომიდგენია, რომ მთელს პერიმეტრზე იდენტური მდგომარეობა იყო და თავდაპირველად ადამიანი ამ მასის ზედაპირზე მოქცეულიყო და შემდეგ ჩაფლულიყო. ეს ჩემი აზრით ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში სპეციალისტების განმარტებებსა და მოვლენის რეალურ აღწერას ვეყრდნობი", - განაცხადა სარჯველაძემ.


ცნობისთვის, ზვავში მოყოლილი და სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები ირაკლი კობახიძის გუშინდელ შეურაცხმყოფელ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ, მათ შორის კი ერთ - ერთმა გადარჩენილმა, მარიამ ბე­რი­ა­ნი­ძემ "ოცნების" ლიდერის განცხადებას "ფსკერი" უწოდა და მას ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა:


"3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!


3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!


იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა", - დაწერა ბე­რი­ა­ნი­ძემ სოციალურ ქსელში.









0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322