ფოტოგრაფია უტვინო დედების ყველაზე ამაზრზენი და არესთეტიკური სელფები 2023, 15 აგვისტო, 17:03
სელფი-ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და ფართოდ გავრცელებული თვით ფოტორეალიზებაა;
ავტოპორტრეტული ფოტოსურათი, რომელიც, როგორც წესი, გადაღებულია ხელში მოთავსებული ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით. სელფის ტიპის სურათებს ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელებში, როგორიც არის Instagram, Snapchat და Tumblr. ასეთი სურათები ხშირად ერთმანეთს ჰგავს - ავტორს კამერა უკავია წინ გამოშვერილი ხელით და უღებს საკუთარ თავს, ხშირად - სარკის წინ. ჯგუფური ავტოპორტრეტი ფოტოსურათების (ამჟამად ისინი ცნობილია, როგორც სუპერ-სელფები) ინტერნეტში ატვირთვის ტრადიცია, ფოტოკამერით ან მობილური ტელეფონით, სათავეს იღებს 2001 წლის სექტემბერში, ავსტრალიელების მიერ შექმნილი საიტიდან. შეიძლება ჩაითვალოს 1990-იანი წლების ბოლოს გადაღებული ფოტოსურათები (ინტერნეტ-არქივმა ისინი 2004 წლის აპრილში შეინახა). სიტყვა სელფის ყველაზე პირველი გამოყენება შეიმჩნევა 2002 წელს. იგი პირველად გამოჩნდა ავსტრალიურ ინტერნეტ ფორუმზე (ABC Online), 2002 წლის 13 სექტემბერს. ტერმინი სელფი განხილული იქნა ფოტოგრაფ ჯიმ კრაუსის მიერ 2005 წელს, [ თუმცა ფოტოსურათები სელფის ჟანრში ტერმინის გამოყენებამდეც გავრცელდა. 2000-იანი წლების დასაწყისში, სანამ Facebook იქცეოდა დომინირებად ონლაინ სოციალურ ქსელად, სელფები განსაკუთრებით პოპულარული იყო MySpace-ზე. თუმცა, ავტორი კეიტ ლოსი იხსენებს, რომ 2006-2009 წლებში, როდესაც Facebook პოპულარობით წინ წამოიწია, ე.წ. MySpace-სურათი (როგორც წესი, „სამოყვარულო ავტოპორტრეტი, გადაღებული აბაზანის სარკის წინ“) იქცა Facebook-ის მომხმარებელებში ცუდი გემოვნების მაჩვენებლად. მათთან შედარებით, Facebook-ზე განთავსებული ადრეული ავტოპორტრეტები უფრო დახვეწილი ფოტოფოკუსით იყო წარმოდგენილი და უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იყო რა გადაღებული სხვების მიერ, სწორი მანძილიდან. 2009 წელს სურათებისა და ვიდეო ჰოსტინგის საიტზე Flickr მომხმარებლები სელფებს იყენებდნენ მოზარდი გოგონების მიერ გამოქვეყნებული უსასრულო რაოდენობის ფოტოპორტრეტების სინონიმებად.ლოსის თანახმად, გაუმჯობესებული ფოტოსურათები გამოჩნდა 2010 წელს iPhone 4-ის გამოსვლის შემდეგ და სოციალური ქსელების განვითარებით, რამაც სელფის აღორძინება გამოიწვია. თავდაპირველად სელფი პოპულარული იყო ახალგაზრდებში, მაგრამ დროთა განმავლობაში ფართო პოპულარობა შეიძინა. 2012 წლის ბოლოსთვის Time სელფის წლის ერთ-ერთ ტერმინად თვლიდა. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით 18-35 წლის ასაკის ავსტრალიელი ქალების ორი მესამედი სელფებს იღებდა Facebook-ზე გამოსაქვეყნებლად სელფის საწინააღმდეგო რა გვაქვს, ახალგაზრდა ლამაზ ქალბატონს სურს გადაიღოს საკუთარი ლამაზი სხეული და იამაყოს დამთვალიერებლების წინაშე(როგორ და რა გემოვნებით ეს უკვე ცალკე საკითხია), მაგრამ როდესაც სელფს იღებს ნახევრადშიშველი დედა შვილის თანდასწრებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამისთანა მშობელი კლინიკაშია მისაყვანია. ვფიქრობთ საკმაოდ არაესთეტიურია მსგავსი სურათების გადაღება. ახლა გავეცნოთ სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან ამოკრებილ უტვინო დედიკოების "შედევრებს". 1013 2-ს მოსწონს 1-ს არა
|