საქართველო "შეტევას აანონსებს! რატომ იცით?!"- რა ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი 2023, 14 აგვისტო, 19:02 პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სრულიად სამარცხვინო და ყოვლად უღირსს განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და შოვში სტიქიის დროს გადარჩენილებზე კობახიძის შეტევას აანონსებს:"შოვში ნაზიარები ირაკლი კობახიძე, არც მეტი არც ნაკლები, მსხვერპლზე შეტევას აანონსებს! ვინც გადარჩა საეჭვოდ მოეჩვენა და გადასამოწმებელიაო! არ აწყობთ რასაც გადარჩენილები ყვებიან ამ ნაძირლებს!რატომ იცით?! გუშინდელის მერე და გუშინდლამდეც რომ ყველას ვინც იმსახურებს ის შოვის ტალახი არ შევაზილეთ სახეში! ყველას! ჩინოვნიკიანანაფორიანად!ჩვენ აქ ვაკაკუნოთ და მოვთქვათ!ვაი, ჩვენს პატრონს!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ დღეს, მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძემ, სადაც ის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. მისი თქმით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ":"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - განაცხადა კობახიძემ.მმართველი გუნდის ლიდერმა კომენტარი გააკეთა ასევე მეწყერში დისშვილთან ერთად მოყოლილ დავით ჯელაძის შესახებაც და ის სიცრუეში ამხილა, მისი თქმით, მას ეეჭვება რეალურად გადალახა თუ არა მან გზა სასტუმრო "სანსეთ შოვის" საპირისპირო მხარეს გადასვლის მიზნით. განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად დავით ჯელაძეც გამოეხმაურა, რომელმაც მას ასე უპასუხა: "ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ! დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო; ერთი 6 ადამიანი დავინახე, ჩემ თვალწინ როგორ დაიღუპა".კობახიძის განცხადებას ასევე სტიქიას გადარჩენილები - გიო ადამია და მარიამ ბერიანიძეც გამოეხმაურა, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მეწყერში მოჰყვა:"ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყრის ორმეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენსკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის", -დაწერა გიო ადამიამ.რაც შეეხება მარიამ ბერიანიძეს მან კობახიძის დღევანდელ განცხადებებს "ფსკერი" უწოდა და მას ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა:"3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა", - დაწერა მარიამ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში.რაც შეეხება გომალაურის შესაძლო გადადგომას კობახიძემ განაცხადა რომ "ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრია":"ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში სხვადასხვა დროს არაერთგზის აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება, აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო და მხოლოდ ასეთმა ე.წ ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.984 2-ს არ მოსწონს |