x
image
თამილა გურაშვილი
სეისმოლოგი საუბრობს რისი საშუალებით შეიძლებოდა ადრეული შეტყობინების მიღება შოვის ტრაგედიაზე
image
"საქართველოს რეგიონული სეისმური ქსელის, მიწისძვრის სწრაფი რეაგირებისა და ავტომატური შეტყობინების სისტემა ემსახურება ტექტონიკური მიწისძვრების ავტომატურ დეტექციას. შესაბამისად, ჩვენ სისტემაში ღვარცოფული ნაკადის სვლის ზედაპირული თრემორი არ აღიქმება მიწისძვრად.
ამის მიუხედავად, ამ დღეების განმავლობაში, ვამუშავდებდით ყველა ჩვენი სეისმური სადგურის მონაცემებს(ფილტრაცია, სპექტრი და ა.შ.). დამუშავების შედეგად მივიღეთ სურათი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის გლაციალური ღვარცოფის, გლოფის ეგრეთ წოდებული სლაიდინგი(დენადი მოძრაობა).
image
ჩვენ რომ გვქონოდა სპეციალური, ამ მოვლენისთვის განსაზღვრული სეისმური გეოფონების სისტემა(ლოკალური მონიტორინგი, ანუ იქვე, ხეობასთან დამონტაჟებული გეოფენები) განლაგებული სტიქიის ზონაში, ეს იქნებოდა სწრაფი, ადრეული შეტყობინების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი სხვა მონაცემებთან ერთად. თუ შევხედავთ სურათს, ცხადია, რომ გლოფის დაწყებიდან ვიდრე პიკური ნაკადის დასრულებამდე, დაახლოებით 8 წუთია.
P.S. სურათზე გრინვიჩის დროა მითითებული. ანუ, მყინვარმა წამოსვლა, ადგილობრიბი დროით, სადღაც 14:57 ზე დაიწყო." - წერს თეა გოგოლაძე
0
117
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0