სხვა 10 საინტერესო ფაქტი ვერცხლის შესახებ 2023, 16 აგვისტო, 12:23 სუფთა ვერცხლი (Argentum, Ag) — თეთრი მბზინავი და ძალიან რბილი ლითონი, დედამიწაზე 20-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ოქრო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძვირფასი ლითონების კატეგორიაში შედის. ვერცხლი — ცოცხალი ორგანიზმების განუყოფელი ნაწილია. ეს მიკროელემენტი აუცილებელია ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ის ახდენს გამაახალგაზრდავებელ გავლენას სისხლზე და დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ვერცხლს, მოცულობით ერთეულზე გაანგარიშებით, თავის ტვინი (ნერვული უჯრედის ბირთვის აუცილებელი ელემენტია), ენდოკრინული სისტემის ჯირკვლები, თვალის ფერადი გარსი და ძვალი შეიცავს. ძველთაგანვე ცნობილია ვერცხლის სამკურნალო და მაგიური თვისებების შესახებ. ითვლებოდა, რომ «მთვარის» ლითონს ორგანიზმს გაახალგაზრდავების, ჭრილობების შეხორცების და სხვადასხვა დაავადების განკურნების უნარი გააჩნდა. გარდა ამისა, მას თილისმების დასამზადებლადაც იყენებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ადამიანს ბოროტი თვალის და ნეგატიური ენერგიისგან იცავდა. ვერცხლი ერთ-ერთი პირველი ლითონია, რომელსაც პლასტიკურობის გამო, ადამიანები საკულტო ნივთების, ჭურჭლის და სხვადასხვა სახის სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში, იყო პერიოდი, როდესაც ვერცხლი ოქროზე ძვირად ფასობდა. წერილობითი წყაროების მიხედვით, ვერცხლის სამკაულს და სამოსის აქსესუარებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ატარებდნენ. ვერცხლი უკვე 6 000 წელია აქტუალობას ინარჩუნებს და განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. და მაინც, რა არის მასში ისეთი, რის გამოც, ოქროს «გაპიარების» შემდეგაც კი, ის არ დაივიწყეს და საიუველირო მაღაზიებში, ოქროს გვერდით, ადგილი საფუძვლიანად დაიმკვიდრა. ვერცხლის ბაქტერიციდული თვისების შესახებ, ბაქტერიების აღმოჩენამდე, მრავალი საუკუნით ადრე იყო ცნობილი! ამის შესახებ, გათხრების დროს, უძველესი ჭების ფსკერზე აღმოჩენილი უამრავი ვერცხლის მონეტა მეტყველებს. ხოლო, XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში, ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ვერცხლის იონებს 350 სახეობაზე მეტი დაავადების გამომწვევი ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ამჟამად, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, ვერცხლის მიერ განადგურებული, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეობათა რაოდენობა 650-ს აჭარბებს. კვლევები ამ მიმართულებით ისევ გრძელდება. ხოლო, ვირუსოლოგები გზებს ეძებენ, რომ სასწაულმოქმედი ლითონის ბაქტერიოციდული თვისება, უპირველესი მნიშვნელობის პრობლემის – ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ. ეს წარსულში იყო...
ვერცხლი და მისი შენადნობები სტომატოლოგიაში დღესაც ფართოდ გამოიყენება. მაგ., ვერცხლის ნიტრატი კარიესის სამკურნალოდ და კბილის არხების სტერილიზებისთვის გამოიყენება, ხოლო ვერცხლის ფხვნილი – ფესვის არხების საბჟენი, ზოგიერთი სახეობის გასამაგრებელი პასტების შემადგენლობაში შედის. აწმყოზე და მომავალზე 5. როგორც აღვნიშნეთ, ვერცხლის იონებს ზეგავლენის მოხდენა 650–ზე მეტი სახეობის მიკრობზე (სტაფილოკოკები, დიზენტერია, მიცლის ტიფი და ა. შ.) შეუძლია. მაშინ როდესაც, ანტიბიოტიკის ერთ, კონკრეტულ სახეობას, დაახლოებით, 10 სახეობის ბაქტერიის განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია და კუჭის მიკროფლორის დარღვევა გამოიწვიოს. სადღაც, მსოფლიოში... 9. იაპონია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების, ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში, შენობაში ჰაერის დამატებითი გაწმენდის მიზნით, კონდიციონერების წარმოებაში ვერცხლს იყენებს. 10. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწავლობენ ბიო (კლასტერული ვერცხლი – ვერცხლის ნაწილაკები, რომლის სიდიდე რამდენიმე მიკრომეტრს არ აღემატება. რედ.) ვერცხლის თვისებებს და ვერცხლის შემცველ პარაფარმაცევტულ (წამლის სტატუსის არ მქონე, სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები), კოსმეტიკურ და ვეტერინარულ პრეპარატებს აწარმოებენ. ხოლო, სამხ. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ვერცხლს მიირთმევენ კიდეც! ვერცხლის ანტი ბაქტერიული თხელი ფოლგა, როგორც საკონდიტრო ნაწარმის გასაფორმებლად, ისე ტკბილეულის მოსამზადებლად გამოიყენება. არხის სხვა სიახლეები:* მიწიერი ცხოვრების დასასრული და სულის შეგრძნებები სიკვდილის შემდეგ* სამართალი ძველ ეგვიპტეში* გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად484 2-ს მოსწონს
|